სადისციპლინო გადაწყვეტილება!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 1 ნოემბერს, „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა“-ს ფარგლებში, თბილისის ლიგა 3-ის მეთვრამეტე ტურში, სამოყვარულო საფეხბურთო კლუბებს „ბასიანი ეეუ“ და „ღორჯომელი“ შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა „ღორჯომელი“-ს მოთამაშეთა და გულშემატკივართა მიერ მატჩის არბიტრისა და ასისტენტების სიტყვიერ და მძიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ღორჯომელი“ მოიხსნა ჩემპიონატიდან, აეკრძალა მასში მონაწილეობა ერთი წლის ვადით და გუნდს დაეკისრა ჯარიმა 1300 ლარის ოდენობით. დამატებით, წარმოება შესაძლოა გაგრძელდეს კონკრეტული პირების მიმართ, მომხდარი ძალადობის ფაქტის შესწავლის მიზნით.