სადისციპლინო გადაწყვეტილება!
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 3 ნოემბერს "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგის 22-ე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩში დაფიქსირებული შემთხვევები - „თბილისი სითი“-„ოლ სთარი“.
საქმე ეხებოდა „თბილისი სითი“-ს მოთამაშეთა და წარმომადგენლის მხრიდან მატჩის არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „თბილისი სითი“-ს მოთამაშეს, ი.მ.-ს მიეცა 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით; ლ.უ.-ს მიეცა 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით; ა.დ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით; ი.წ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.