სადისციპლინო გადაწყვეტილება!

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 20 და 21 სექტემბერს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგის მე-17 ტურში და თბილისის ლიგა 3-ის მეცამეტე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „სეუ“-„ბასა“, „არჩევანი“-„აფხაზეთი“ და „დიდგორი“-„ჯთს ბ“.
საქმე ეხებოდა „ბასა“-ს, „არჩევანი“-სა და „დიდგორი“-ს მოთამაშეთა მხრიდან მატჩების არბიტრებისა და ასისტენტების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ბასა“-ს მოთამაშეს, თ.კ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; „დიდგორი“-ს მოთამაშეს, გ.ბ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით, ხოლო სამოყვარულო საფეხბურთო კლუბს „არჩევანი“ დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.