STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

სადისციპლინო გადაწყვეტილება!

   საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 13 და 14 სექტემბერს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის ლიგა 3-ის მეთორმეტე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „ჯთს ბ“-„არჩევანი ბ“ და „ბასიანი ბ“-„ტიფლისი“.

   საქმე ეხებოდა „ტიფლისი“-ს მოთამაშის მხრიდან მატჩის არბიტრის მიმართ აგრესიულ ქცევას, „ჯთს ბ“-ს მოთამაშის მხრიდან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო „არჩევანი ბ“-ს მოთამაშის მხრიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ხელის კვრას, ამავე ფეხბურთელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ტიფლისი“-ს მოთამაშეს, ნ.მ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით; „ჯთს ბ“-ს მოთამაშეს, ლ.ო.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, ხოლო „არჩევანი ბ“-ს მოთამაშეს მ.ჰ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

   კომიტეტმა, ასევე, განიხილა 2025 წლის 14 სექტემბერს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, აჭარის ლიგის მერვე ტურში, მატჩში „თხილნარი“-„პირატები“ მომხდარი ინციდენტი. საქმე ეხებოდა თხილნარის მწვრთნელისა და მოთამაშის მხრიდან მატჩის არბიტრისა და მისი ასისტენტების სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „თხილნარი“-ს მწვრთნელს, ბ.ბ.-ს მიეცა 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, ხოლო მოთამაშე ა.დ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით. მატჩში გუნდს „თხილნარი“ ჩაეთვალა ტექნიკური მარცხი 0-3 (მეორე გუნდის მოგება 3-0).

   სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 14 სექტემბერს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს სუპერლიგის მერვე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩში დაფიქსირებული შემთხვევები - „მეგრიჭაბო“-„წყალტუბო“. საქმე ეხებოდა „წყალტუბო“-ს მოთამაშეთა მხრიდან მატჩის არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გუნდის მიერ მატჩის დასრულებამდე მოედნის თვითნებურად დატოვებას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „წყალტუბო“-ს მოთამაშეს, ნ.კ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; მოთამაშეს, დ.ღ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; გუნდ „წყალტუბო“-ს დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და ჩაეთვალა ტექნიკური მარცხი 0-3 (მეორე გუნდის მოგება 3-0).

სპონსორები და პარტნიორები