სადისციპლინო გადაწყვეტილება

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 22 და 23 ივნისს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის ლიგა 3-ის მეათე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „მიმინო“-„ტორტუგა“ და „ტორო“-„ფეოლა“.
საქმე ეხებოდა „ტორტუგა“-სა და „ფეოლა“-ს მოთამაშეთა მხრიდან მატჩის არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ტორტუგა“-ს მოთამაშეს, გ.ქ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით; „ფეოლა“-ს მოთამაშეს, მ.მ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.