სადისციპლინო გადაწყვეტილება

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 13 ივნისს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის ლიგა 3-ის მეცხრე ტურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩში დაფიქსირებული შემთხვევა - „მიმინო“-„მასივი“.
საქმე ეხებოდა „მასივი“-ს მოთამაშის მხრიდან მატჩის არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „მასივი“-ს მოთამაშეს, გ.წ.-ს მიეცა 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.