STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

სადისციპლინო გადაწყვეტილება

   საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 7 ივნისს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგის მეათე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩში დაფიქსირებული შემთხვევები - „კვარტალი“-„ოლ სტარი“.

   საქმე ეხებოდა „ოლ სტარი“-ს მოთამაშისა და მწვრთნელის თანაშემწის მხრიდან მატჩის არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ოლ სტარის“-ს მოთამაშეს, ა.თ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, მწვრთნელის თანაშემწე დ.ლ.-ს მიეცა 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.

სპონსორები და პარტნიორები