STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

სადისციპლინო გადაწყვეტილება

   საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 31 მაისს და 1 ივნისს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგა 2-ის მერვე ტურში და დასავლეთ საქართველოს სუპერლიგის მე-5 ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „ვარკეთილი“-„ფასკუნჯი“ და „ახალდაბა“-„წყალტუბო“. 

   საქმე ეხებოდა „ვარკეთილი“-ს მოთამაშეთა მხრიდან მატჩის არბიტრის ასისტენტის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და „წყალტუბო“-ს მოთამაშე-მწვრთნელის მხრიდან მატჩის არბიტრის ხელის კვრას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ვარკეთილი“-ს მოთამაშეს, ნ.მ.-ს მიეცა 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით, თ.ლ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ვ.ზ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით; „წყალტუბო“-ს მოთამაშე-მწვრთნელს, გ.გ.-ს მიეცა 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

სპონსორები და პარტნიორები