სადისციპლინო გადაწყვეტილება

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 24 მაისს "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის ლიგა 3-ის მეექვსე ტურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩში დაფიქსირებული შემთხვევა - „ხონი“-„ქიქ სტარტი“.
საქმე ეხებოდა „ხონი“-ს მწვრთნელის მხრიდან მატჩის არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ხონი“-ს მწვრთნელს, ა.უ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.