მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონი 1 აპრილს, სიახლეებით განახლდება - ბერდია ჯიბლაძე
მეტეოროლოგიური პრობლემების გამო, 25 მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონი მარტის ნაცვლად 1 აპრილს გაიხსნება. ამავე დღეს ერთმანეთს პანენკა და ბასა დაუპირისპირდებიან.
ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში გუნდები აქტიურად ემზადებიან - აწარმოებენ სელექციას, მართავენ ამხანაგურ მატჩებს, ატარებენ ვარჯიშებს. ამის შესახებ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ ვრცლად ისაუბრა:
''წელს გამორჩეული სიახლეა - პირველად მოყვარულთა ლიგის ისტორიაში, ლიგის საუკეთესო გუნდი საქართველოს დავით ყოფიანის თასის გათამაშებაში ასპარეზობას შეძლებს. ამავე დროს, უკვე ცნობილია, რომ 2021 წლის სეზონის გამარჯვებული ევროპის სამოყვარულო ტურნირზე, UEFA-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს. ჩვენი მიზანია წლევანდელი წელი, მოყვარულთა ლიგის მეშვიდე სეზონი, კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იყოს. მსურს, ყველა გუნდს და მონაწილეს, თითოეულ ადამიანს, ვინც მოყვარულთა ლიგაშია ჩართული, წარმატებული და საინტერესო სეზონი ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, გამორჩეული სეზონის ჩატარებას შევძლებთ.''
''გასულ წელს მოყვარულთა ლიგაში 412 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 13 000-მდე მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენი მიზნები და ღირებულებები უცვლელია - ფეხბურთის განვითარება, მისი მასობრიობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება, ინფრასტრუქტურული განვითარება, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის საფეხბურთო სფეროში ჩართვის, თავის დამკვიდრებისა და ოცნებებისა და მიზნების რეალიზების საშუალების მიცემა.''
ბერდია ჯიბლაძის განცხადებით, წელი გამორჩეული იყო იმ სიახლეების კუთხითაც, რომელიც სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ დანერგა და განახორციელა:
''დავიწყეთ მატჩების ვიდეო-გადაღება ინოვაციური, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კამერით, შეიქმნა მოყვარულთა ლიგის ოფიციალური ონლაინ-მაღაზია, ე.წ. ფან შოპი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება შეიძინოს მისთვის სასურველი აქსესუარები და ნივთები ფავორიტი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ბრენდირებით. გამოიცა სპეციალურად საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოდექსი და სადისციპლინო დავების განხილვაში მოთამაშეებიც ჩაერთვებიან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნოვაციებს უახლოეს დღეებში დაემატება ასოციაციის ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება სიახლეები, შედეგები, ცხრილები, ფიტო-ვიდეო მასლა და სხვა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლის სრულფასოვანი წევრიც გახდა ასოციაცია. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, ქალაქ თბილისისი მუნიციპალიტეტის მერიასა და ადგილობრივი მუნიციპალიეტეტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.''
''მოგეხსენებათ, რომ კვირაზე მეტია გადაუღებლად თოვს, შესაბამისად თბილისის მასშტაბით მდებარე ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრები და ის მოედნები, სადაც შესაძლებელია მოყვარულთა ლიგის მატჩების გამართვა, დათოვლილი და მოყინულია. აქედან გამომდინარე, სტადიონები სეზონის დასაწყებად ტექნიკურად მზად არ არის.''
სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა სეზონის დაწყების სავარაუდო თარიღზე ისაუბრა:
ამ ეტაპზე ასოციაციამ ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის დეპარტამენტთან კონსულტაციის შედეგად ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელებისათვის რიგი დისკომფორტისა და მოსალოდნელი ტრავმების თავიდან ასაცილებლად მიიღო. დაველოდოთ შემდეგ კვირას, ამინდის პროგნოზი საიმედოა და ვფიქრობთ, ტურნირი მალე აიღებს სტარტს. 2022 წლის სეზონის დაწყება ერთი კვირით გადაიდო და სავარაუდოდ, 25 მარტის ნაცვლად გახსნითი მატჩი 1 აპრილს გაიმართება.