სადისციპლინო გადაწყვეტილებები

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 17 და 19 მაისს "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგა 2-ის მეექვსე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „ოლიმპი“-„მეთოფეები“ და „დიღომი“-„ჯთს“.
საქმე ეხებოდა "მეთოფეები"-სა და „ჯთს“-ის მოთამაშეთა მხრიდან მატჩების არბიტრისა და ასისტენტების სიტყვიერ შეურაცხყოფას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „მეთოფეები“-ს მოთამაშეს, დ.ნ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით; „ჯთს“-ის მოთამაშეს, კ.გ.ხ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.