სადისციპლინო გადაწყვეტილებები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 4 მაისს, „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა“-ს ფარგლებში, თბილისის ლიგა 3-ის მესამე ტურში, სამოყვარულო საფეხბურთო კლუბებს „ტორტუგა“ და „იბერია“ შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები. საქმე ეხებოდა „იბერია“-ს წარმომადგენელთა მიერ მატჩის არბიტრისა და ასისტენტების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, „იბერია“ მოიხსნა ჩემპიონატიდან და გუნდს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, „იბერია“-ს მწვრთნელს, ზ.პ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, მოთამაშე-მწვრთნელს, თ.ა.-ს მიეცა 12 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, მწვრთნელის ასისტენტს, დ.ფ.-ს მიეცა 12 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 11-12 მაისს "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგის მეექვსე ტურში და სუპერლიგა 2-ის მეხუთე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „თბილისი სითი“-„კოლხეთი“ და „ჯთს“-„ვარკეთილი“.
საქმე ეხებოდა "თბილისი სითი"-ს, „ჯთს“-სა და „ვარკეთილი“-ს მოთამაშეთა მხრიდან მატჩის მთავარი არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „თბილისის სითი“-ს მოთამაშეს დ.კ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, მოთამაშე ლ.მ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ოფიციალურ პირებს ნ.ს.-ს და ი.წ.-ს მიეცათ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრათ ჯარიმა 100-100 ლარის ოდენობით, მოთამაშე ი.მ.-ს, რომელიც უკვე იყო დისკვალიფიცირებული კომიტეტის მიერ, დაემატოს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისროს ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; გუნდ „ჯთს“-ს მოთამაშეს ზ.ხ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, მოთამაშე კ.მ.-ს მიეცა 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, მოთამაშე გ.რ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით, გუნდს ჩაეთვალა ტექნიკური მარცხი 0-3 (მეორე გუნდის მოგება 3-0) და დაეკისრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით; ვარკეთილის მოთამაშე ლ.ა.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.