სადისციპლინო გადაწყვეტილებები

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 3-5 მაისს "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგის მეხუთე ტურში, სუპერლიგა 2-ის მეოთხე ტურში და თბილისის ლიგა 3-ის მესამე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „სეუ“-„აფხაზეთი“, „ბასა“-„კვარტალი“, „შტურმი“-„ბასიანი“, „დიღომი“-„თბილისი 2019“, „არჩევანი „ბ““-ჯთს „ბ““.
საქმე ეხებოდა "სეუ"-ს, „შტურმი“-სა და „არჩევანი „ბ““-ს მოთამაშეთა მხრიდან მატჩის მთავარი არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას, „ბასა“-სა და „კვარტალი“-ს მოთამაშეთა შორის კონფრონტაციასა და „დიღომი“-სა და „თბილისი 2019“-ის გულშემატკივართა შორის დაპირისპირებას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „სეუ“-ს მოთამაშეს გ.ნ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით; „შტურმი“-ს მოთამაშეს გ.ბ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით; „არჩევანი „ბ““-ს მოთამაშეს ნ.ბ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით; „ბასა“-ს მოთამაშეს გ.მ.-ს მიეცა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, „კვარტალი“-ს მოთამაშეს გ.ხ.-ს მიეცა 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით; გუნდს „დიღომი“ დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, გუნდს „თბილისი 2019“ დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.