STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

სადისციპლინო გადაწყვეტილება

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 27 აპრილს "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის სუპერლიგის მეოთხე ტურში, სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ "თბილისი სითი"-სა და "სეუ"-ს შორის გამართულ მატჩში და თბილისის ლიგა 3-ის მეორე ტურში, სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „მიმინო“-სა და „ქიქ სტარტი“-ს შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. 

საქმე ეხებოდა "თბილისი სითი"-ს და „მიმინო“-ს მოთამაშეთა მხრიდან მატჩის მთავარი არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „თბილისი სითი“-ს ფეხბურთელ ლ.უ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ხოლო ფეხბურთელ ი.მ.-ს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. „მიმინო“-ს ფეხბურთელ გ.მ.-ს მიეცა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

სპონსორები და პარტნიორები