კროკობეთ მოყვარულთა ლიგის 2024 წლის სეზონი იწყება
კროკობეთ მოყვარულთა ლიგის მე-9 სეზონი დღეს, 2024 წლის 12 აპრილს, აიღებს სტარტს.
პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის სუპერლიგის წარმომადგენელი გუნდები: "აფხაზეთი" და "პანენკა". დაუპირისპირდებიან. შეხვედრა გლდანის საფეხბურთო ცენტრში, 22:00 საათზე გაიმართება. ადგილზე მისულ გულშემატკივარს გრანდიოზული გახსნის ცერემონია და უამრავი საჩუქარი ელის.
აღსანიშნავია, რომ კროკობეთ მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპიც აპრილში დაიწყება და გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია წარმატებებს უსურვებს თითოეულ მონაწილე გუნდს.