,,ქომაგები" ლიგა 2-ის ჩემპიონია
29 ოქტომბერს, გლდანის საფეხბურთო ცენტრში, ლიგა 2-ის ფინალი გაიმართა.
ერთმანეთს ,,ქომაგები" და ,,ოლიმპი რუსთავი" დაუპირისპირდნენ. დრამატულ მატჩში ერთადერთი გოლი ირაკლი ხეცურიანმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.
ქომაგების გუნდმა ამ გამარჯვებით თბილისის ლიგა 2-ის ჩემპიონობასთან ერთად ფინალური ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვეს და მოყვარულთა ლიგის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად ლიგა 1-ის მეოთხე ადგილოსანს დაუპირისპირდებიან