სადისციპლინო გადაწყვეტილებები
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (სსფა) სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „აბხ“, რომელიც მონაწილეობას იღებდა აჭარის რეგიონულ ლიგაში, კერძოდ ა ჯგუფში, მსაჯის შეურაცხყოფის გამო მოიხსნა მიმდინარე გათამაშებიდან და სამუდამოდ აეკრძალა სსფა-ს ეგიდით ჩატარებულ ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობის მიღება, როგორც გუნდს, ასევე მის განაცხადში მყოფ თითოეულ ფეხბურთელს.
ასევე, გაგაცნობთ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის სხვა გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია მიმდინარე სეზონში, 2023 წლის ივნისიდან დღემდე:
თბილისის ლიგის მონაწილე გუნდების რამოდენიმე მოთამაშეს მიეცა დისკვალიფიკაცია. კერძოდ
ლ.დ. (შტურმი) – 6 მატჩი
გ.დ.(შტურმი) – 4 მატჩი
ა.ბ.(შტურმი) – 3 მატჩი
ნ.ბ.(კოლხეთი) – 6 მატჩი
ნ.შ.(კოლხეთი) – 4 მატჩი
ს.უ.(ჯაოკენი) – 12 მატჩი
ბ.ხ.(დინამო 2023) – 10 მატჩი
გ.ნ.(თბილისი 2019) – 5 მატჩი
გ.დ.(ღორჯომელი) – 7 მატჩი
თ.თ(შევარდენი 2019) – 5 მატჩი
გ.ლ.(ჯვაროსნები) – 4 მატჩი
ე.ქ.(აფხაზეთი) – 2 მატჩი
კ.ფ.(ქომაგები) – 3 მატჩი
ფ.დ.(ვაკე) – 2 მატჩი
გ.ს.(ღამურა) – 5 მატჩი
გ.ქ.(ბუნელა) – 6 მატჩი
გ.ს.(ვერე) – 5 მატჩი
ა.მ.(ჭილოვანი) – 3 მატჩი
ს.მ.(დინამო ურავი) – 3 მატჩი
ს.ბ.(დინამო ურავი) – 3 მატჩი
ლ.ზ.(ვარკეთილი) – 3 მატჩი
ბ.ბ.(ვერე) – 3 მატჩი