STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

თბილისის ლიგის დასკვნითი ეტაპი დაიწყო

 

26-27 აგვისტოს განახლდა თბილისის ლიგა 1-ის გათამაშება

მწვანე ჯგუფის პირველი შეხვედრა აფხაზეთსა და კვარტალს შორის გაიმართა, მატჩი მოულოდნელი ანგარიშით 6-0 დასრულდა.

ტურის ცენტრალური მატჩი ვაკე - ამბასადორი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვაკე-ს ფეხბურთელმა ოთო აბრამიშვილმა პენალტის გამოყენბა ვერ შეძლო

თბილისის ლიგის მოქმედი ჩემპიონი დებიუტანტ შტურმს გლდანის საფეხბურთო ცენტრში უპირისპირდებოდა სადაც დამაჯერებლად 2-0 იმარჯვა

დიდი ანგარიშით მოგება შეძლო საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბასამაც, მათ კოლხეთს 6-2 სძლიეს

ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებით დახუნძლული გრასრუტი და ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უქიმერიონი ხვდებოდნენ, მატჩში სულ 14 გოლი გავიდა და საბოლოოდ გრასრუტმა 9-5 გაიმარჯვა

მწვანე ჯგუფის I ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ბასიანის საყრდენი ნახევარმცველი ლუკა ბლიაძე გახდა ხოლო საუკეთესო მწვრთნელი ასევე ბასიანის მწვრთნელი გიზო ტაბიძე გახდა

წითელ ჯგუფში პირველი მატჩი ღამურასა და შავნაბადას შორის გაიმართა, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა თუმცა შავნაბადამ მოახერხა ანგარიშით 2-3 ის მოგება

ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს სეუ და პანენკა ხვდებოდნენ, მატჩი მეტ-ნაკლებად პანენკას უპირატესობით წარიმართა მათ ორჯერ მოახერხეს წინ გასვლა თუმცა ორჯერვე მოახერხა სეუმ გათანაბრება, საბოლოოდ მეორე ნახევარში პანენკამ მოახერხა წინ გაჭრა და 3-5 მოიგო.

ლიგა 1-ის დებიუტანტმა მრეტებმაც მოახერხეს წრის გამარჯვებით დაწყება, მათ დამაჯერებლად დაამარცხეს მფრინავი ჰოლანდიელი ანგარიშით 2-4

ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს თბილისი სითი და ნახალოვკა ხვდებოდნენ, სადაც საბოლოოდ სითიმ მოახერხა გამარჯვება ანგარიშით 2-1

სტრადა 3-0 შევარდენი 2019

ტექნიკური შედეგი

 

წითელი ჯგუფის I ტურის საუკეთესო ფეხბურთელი მრეტების კაპიტანი ნიკა ახობაძე გახდა ხოლო საუკეთესო მწვრთნელი პანენკას თავკაცი გოგა მაჭარაშვილი გახდა

 

სპონსორები და პარტნიორები