,,ბასიანი" ბოსნიაში მიემგზავრება
საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი ბასიანი დღეს ბოსნიაში გაემგზავრება, სადაც უეფას რეგიონთა თასის მეორე ძირითად ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი ქვეყნის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა, რომლის ფარგლებშიც 2 სპარინგ მატჩი, რანგით უფრო მაღალი ლიგის გუნდებთან ჩაატარა და ორივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. უეფას რეგიონთა თასზე „ბასიანის“ მეტოქეები შოტლანდიის, ისრაელისა და ბოსნიის სამოყვარულო კლუბები იქნებიან. 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გავა. პირველ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 22 აგვისტოს, შოტლანდიური გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ.