სადისციპლინო გადაწყვეტილება
1.სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „კოლხი“-ს ფეხბურთელი გ. ჟ. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით 2022 წლის სეზონის განმავლობაში მოკვეთილ იქნა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ეგიდით ჩატარებული ყველა ტურნირიდან, სადისციპლინო კოდექსით და დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების სისტემური დარღვევის გამო, რაც გამოიხატებოდა მატჩის ოფიციალური პირების და ტურნირის ორგანიზატორების შეურაცხყოფაში.
2.საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოლეგიამ იმსჯელა თბილისის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „ბასა“-ს და „სნეპ პრემიუმის“-ს მატჩში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „სნეპ პრემიუმს“-ს ჩაეთვალოს ტექნიკური მარცხი 0-3. ხოლო „სნეპ პრემიუმის“ ფეხბურთელი ლ.ო დაისაჯოს 3 მატჩიანი დისკავლიფიკაციით, გ.დ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით, გ.ო 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით.
3.საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოლეგიამ იმსჯელა თბილისის ლიგა 2-ის მეოთხე ტურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება რომ მატჩის დროს მომხდარი ჩხუბის გამო დიდგორსა და შავნაბადას, ორივე გუნდს ჩაეთვალოს ტექნიკური მარცხი 0-3. დიდგორის ფეხბურთელებს გ.მ-ს და ბ.მ-ს ასევე შავნაბადას ფეხბურთელებს ი.ქ-ს და თ.გ-ს ოთხივეს მიესაჯოს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია.
4. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოლეგიამ იმსჯელა თბილისის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ბასა“-ს და „შევარდენი“-ს მატჩში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „ბასა“-ს ჩაეთვალოს ტექნიკური მარცხი 0-3. ხოლო „ბასას“ ფეხბურთელი დ.ჩ დაისაჯოს 3 მატჩიანი დისკავლიფიკაციით.
5.საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოლეგიამ იმსჯელა თბილისის ლიგა 1-ის მეექვსე ტურში „კოლხი“-ს და „კოლხეთის“-ს მატჩში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „კოლხს“-ს ჩაეთვალოს ტექნიკური მარცხი 0-3. ხოლო „კოლხის“ ფეხბურთელები გ.ჟ და ზ.ჟ დაისაჯნენ 2 მატჩიანი დისკავლიფიკაციით
6. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოლეგიამ იმსჯელა თბილისის ლიგა 2-ის მესამე ტურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდ „ქომაგების“ მწვრთნელს გ.გ-ს მიესაჯა 5 მატჩიანი დიკვალიფიკაცია.
7.საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოლეგიამ იმსჯელა თბილისის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „კოლხი“-ს და „ვარკეთილი“-ს მატჩში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „კოლხს“-ს ჩაეთვალოს ტექნიკური მარცხი 0-3. ხოლო „კოლხის“ ფეხბურთელი გ.ხ დაისაჯა 2 მატჩიანი დისკავლიფიკაციით
8.საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კოლეგიამ იმსჯელა თბილისის ლიგა 1-ის მერვე ტურში „ბასა“-ს და „კოლხეთს“-ს მატჩში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „კოლხეთს“-ს ჩაეთვალოს ტექნიკური მარცხი 0-3. ხოლო „კოლხეთის“ ფეხბურთელი ბ.გ დაისაჯოს 4 მატჩიანი დისკავლიფიკაციით.