,,ბასიანი“ დრამატულად, კომპენსირებულ დროში დამარცხდა
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ითამაშა.
მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი "ბასიანი" პირველ ეტაპზე ,,ვარკეთილი 2"- ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
,,ვარკეთილი 2" კი, საქართველოს თასის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც ,,ლეგიონს" შეხვდება.
გუნდებს შორის თამაში დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, შთამბეჭდავი იყო ადგილზე მოსული გულშემატკივრების ოვაციებიც.
თავდაპირველად, ,,ბასიანი" ანგარიშით 2:0-ს იგებდა, მაგრამ 70-ე და 89-ე წუთზე 2 გოლი გაუშვა და ძირითადი დრო ფრე დასრულდა.
გადამწყვეტი აღმოჩნდა დამატებითი დრო, როდესაც ,,ვარკეთილი 2"- მა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და საქართველოს თასის მეორე ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ წელს, ,,ბასიანი" აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას UEFA Regions Cup-ზე (ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე) მიიღებს.