უნიკალური მოვლენა ქართულ ფეხბურთში
9 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი ,,ბასიანი “ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ,,ვარკეთილი 2-ს დაუპირისპირდება.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს უნიკალური მოვლენაა, რადგან „ბასიანი“ პირველი სამოყვარულო საფეხბურთო კლუბია, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მიიღებს მონაწილეობას.
ბასიანი თასზე 20 კაციანი განაცხადით იქნება წარდგენილი:
მეკარეები: ბორის ზამთარაძე, ალექსანდრე მაჭარაშვილი
მცველები: ბექა მძევაშვილი,თეიმურაზ ქუნთელია, გიორგი მაკასარაშვილი, გრიგოლ ლეჟავა, დავით ბარნაბიშვილი, ლუკა დარჯანია
ნახევარმცველები: ოთარ ხუციშვილი, ლაშა სილაქაძე, დავით კირვალიძე, ნიკა მაგრაქველიძე, ლუკა ღვინჯილია, დავით თავაძე, გიგი ბერძენიშვილი
თავდამსხმელები: არჩილ გაბელია, ლადო ხიდეშელი, აკაკი შენგელია, ჯაბა ჯიბლაძე, მერაბ ოქრომჭედილიშვილი
გუნდის მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ ლანჩავა
გუნდის წარმომადგენელი: გიზო ტაბიძე