თბილისის ლიგა 1-ს ახალი ლიდერი ჰყავს - სნეპ პრემიუმის წაუგებელი სერია გრძელდება
16-17 აპრილს თბილისის ლიგა 1- ის და ლიგა 2-ის მატჩები ტრადიცულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრებსა და ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ ბასაზე“ გაიმართა. უქმეებზე თბილისის მასშტაბით 26 მატჩი გაიმართა და თითოეული შეხვედრა საინტერესო გამოდგა.
ლიგა 1-ს დებიუტანტი სნეპ პრემიუმი ჩაუდგა სათავეში რომელმაც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდი ნახაალოვკა დაამარცხა ანგარიშით 5-1 და მოაგროვა ჯამში 9 ქულა. აქვე არის მოყვარულთა ლიგის 2021 წლის ჩემპიონი ბასიანი რომელმაც შაბათს 16 აპრილს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში მეთოფეები დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3-1 და ასევე 9 ქულა აქვს. ისევ შესანიშნავად ასპარეზობს ამბასადორი, გუნდი რომელმაც ამ სეზონში სახელი შეიცვალა (გასულ სეზონში დიკა 2010-ის სახელით ასპარეზობდა) მათ ამ ტურში შევარდენი 2019 დაამარცხეს 3-0 და 9 ქულით ზემოთ ხსენებულ ორ გუნდთან ერთად ლიდერობენ თბილისის ლიგა 1-ს
რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, მას ბასიანის შემტევი ლადო ხიდეშელი ლიდერობს 6 გოლით
ასევე იხილეთ მე-3 ტურის თბილისის ლიგა 1 ის სიმბოლური გუნდი
რაც შეეხება ლიგა 2-ს აქ ორივე ჯგუფში ძალიან ბევრი გუნდია რომელმაც მოახერხა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმის მოგროვება.
ლიგა 2 -ის ა ჯგუფში უდანაკარგოს ასპარეზობენ თბილისი სითი, ალჯამილ, გარისი, ქომაგები და თბილისი 2019
ბ ჯგუფში უდანაკარგოდ ასპარეზობენ შავნაბადა, დიღომი, გალაქტიკო, ჯითისი და რუსთავის ოლიმპი
რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, აქ 8 გოლით შავნაბადას თავდამსხმელი იაშა ქობალია ლიდერობს
ასევე იხილეთ თბილისის ლიგა 2-ის II ტურის სიმბოლური გუნდი
თბილისის ლიგის შემდეგი ტური სააღდგომო ერთ კვირიანი შესვენების შემდეგ, 30 აპრილსა და 1 მაისისს გაიმართება. შეხვედრებს ისევ გლდანის, ვარკეთილის, ვაკის და ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრები უმასპინძლებენ.
ასევე მატჩების ნაწილი გაიმართება საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე.