STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

,,ბიჭები დაფრინავენ, ისე ელოდებიან მატჩს” - 9 მაისს საქართველოს თასი იწყება

 

მოყვარულთა ლიგის  ჩემპიონი  ,, ბასიანი “ პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში 9 მაისს, 16:00 საათზე, გლდანის საფეხბურთო ცენტრში  დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის  პირველი ეტაპის მატჩს რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად დაიწყებს.   

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა 19 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.

საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩები 9-10 მაისს გაიმართება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

პირველი ეტაპის 13 გამარჯვებული მეორე ეტაპზე 34 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპიდან გათამაშებაში ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის გუნდებთან ერთად, რეგიონული ლიგის გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდი  ჩაერთვება.

 

მეორე ეტაპზე გასული 47 გუნდიდან, ერთი პირდაპირ მიიღებს მესამე ეტაპის საგზურს, ხოლო დანარჩენები 46 გუნდი დაწყვილდება და 23 გამარჯვებულს გამოავლენს. წილისყრის შედეგად, მესამე ეტაპის საგზურს პირდაპირ ეგრისი - ცხუმის პირველი ეტაპის წყვილში გამარჯვებული მიიღებს. მეორე ეტაპის მატჩები 26 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება უშუალოდ ,,ბასიანის“ შექმნის ისტორია -  გუნდი მოყვარულთა ლიგის დაარსებისთანავე, 7 წლის წინ,  სამი უახლოესი მეგობრის მონდომებითა და ფეხბურთის უდიდესი სიყვარულის შედეგად  ჩამოყალიბდა. შექმნისთანავე ,, ბასიანილიგა 2-დან მალე ლიგა 1-ში დაწინაურდა.

,, ბასიანის  წარმატების ქრონოლოგია ფეხბურთელმა  გიზო  ტაბიძემ  შეაფასა, რომელიც გუნდის  წინსვლაში  შექმნის დღიდან  აქტიურად  მონაწილეობს.

,, თავდაპირველად ისე შევკრიბეთ 11 ფეხბურთელი, ერთმანეთსაც კი არ ვიცნობდით და დღეს ოჯახის წევრებივით ვართ. სახელწოდება ,,ბასიანი“ ქართული სულისკვეთებიდან გამომდინარე დავარქვით. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ფეხბურთის სიყვარული და სწორედ ამ ერთობით მოვდივართ უკვე მეშვიდე წელია. ლიგა 2-ში, ბასიანი 2-იც კი შევქმენით, სადაც შედარებით უფროსი თაობა ვთამაშობთ.

სულ ვამბობ, რომ მოყვარულთა ლიგა სასწაული პროექტია და ნეტავ 10-15 წლის წინ, ჩემს ბავშვობაშიც ყოფილიყო. მოყვარულთა ლიგაში ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს და რაც მთავარია, სწორედ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, დღეს უკვე, ათასობით მოზარდი მოწყდა ქუჩას. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ მოყვარულთა ლიგის, მასობრივი ფეხბურთისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის.

 

საქართველოს თასის  გარდა აღსანიშნავია, რომ  ბასიანი” 2022 წელს  UEFA Regions Cup-ზეც მონაწილეობს.

,, თითოეული მოყვარული ფეხბურთელის ოცნებაა: დიდი ფეხბურთის თამაში, თასის აწევა, ჰიმნის შესრულება და ქვეყნის სახელით საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა- ეს ოცნებები ჩვენ მოყვარულთა ლიგაში აგვიხდა.  საქართველოს თასზე გასვლა უდიდესი სასწაული და სიხარულია ჩვენთვის, ამაზე დიდი გამოწვევა და სტიმული არ არსებობს. ბასიანის ბიჭები, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელები ისე ვარჯიშობენ და ნამდვილი ცეცხლი უნთიათ თვალებში, თამაშიდან თამაშამდე ემზადებიან, დაფრინავენ, ასეთი მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის უდაოდ იმსახურებენ წარმატებასა და გამარჯვებას ”.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება 1990 წლიდან ტარდება.

2021 წელს თასის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი ,, საბურთალოგახდა.

მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონი კიბასიანისგამარჯვებით დასრულდა.

სპონსორები და პარტნიორები