სადისციპლინო გადაწყვეტილება!

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 6 და 8 სექტემბერს, "კროკობეთ მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის ლიგა 3-ის მეთერთმეტე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „ფეოლა“-„ჯთს ბ“, „არჩევანი ბ“-„ტორო“ და „ქიქსტარტი“-„მიმინო“.
საქმე ეხებოდა „ფეოლა“-ს მოთამაშის მხრიდან მატჩის არბიტრის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას, ხოლო „ტორო“-სა და „მიმინო“-ს მოთამაშეთა მხრიდან მოწინააღმდეგე გუნდის წევრთა მიმართ არაეთიკურ გამონათქვამს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ფეოლა“-ს მოთამაშეს, ე.ბ.-ს მიეცა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 150 ლარის ოდენობით; „ტორო“-ს მოთამაშეს, მ.დ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, ხოლო „მიმინო“-ს მოთამაშეს ლ.ქ.-ს მიეცა 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.