STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

გიორგი რუსიძე მოყვარულთა ლიგის მოთამაშეებს შეხვდა, რომლებიც Uefa Regions Cup -ზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ

უეფას რეგიონთა თასზე საქართველოს წარმომადგენლის, სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი რუსიძის კომენტარი ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით:
როგორ ემზადება გუნდი მოახლოვებული ჩემპიონატისთვის?
მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ 19 ივნისს, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, სადაც შეიკრიბა სამატჩო განაცხადში მყოფი 18 ფეხბურთელი. ვარჯიშები მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. პირველ ეტაპზე თბილისში გავივივლით მოსამზადებელს, ხოლო მეორე - დასკვნითი ეტაპი, იქნება ქუთაისში, რომელიც დაეთმობა კონკრეტული თამაშისთვის მზადებას.
რა მიზანი აქვს გუნდს აღნიშნულ ტურნირზე?
გუნდის მიზანია ჯგუფში პირველი ადგილისა და შუალედურ - ძირითად ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება, რომლის განსახორციელებლად როგორც მოთამაშეები, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრები ძალისხმევას არ დავიშურებთ
უეფას რეგიონთა თასის - ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჩვენი ჯგუფის მატჩები 28 ივნისს, ქუთაისში, საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენელი გუნდების შეხვედრით დაიწყება.

სპონსორები და პარტნიორები