STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

დავით ყიფიანის თასზე ბასა-მ ჭიათურის მაღაროელი დაამარცხა

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად სამოყვარულო გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გადალახა!

მოყვარულთა ლიგის 2022 წლის ჩემპიონმა გუნდმა ბასა-მ 13 მაისს გლდანის საფეხბურთო ცენტრში ჭიათურის მაღაროელს უმასპინძლა სადაც მეტოქე დიდი უპირატესობით 4-0 დაამარცხა

მაღაროელის კარის აღება ზურაბ ბიძინაშვილმა, გივი ჩიქოვანმა, გურამ ბარბაქაძემ და ედგარ კაზარიანმა შეძლეს

 

ბასა მეორე ეტაპის მატჩს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში 27 მაისს გამართავს, მეტოქე კი ლანჩხუთის გურია იქნება, მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

 

ბასას მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩუთლაშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი

ფოტო რეპორტაჟი

გოლები


სპონსორები და პარტნიორები