STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

მოყვარულთა ლიგის მატჩებზე ვიდეო რეფერი იტესტება

 

მოყვარულთა ლიგის მატჩებზე ვიდეო რეფერი იტესტება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატებში, მათ შორის, მოყვარულთა ლიგის მატჩებზე, ფედერაციის ინიციატივით, მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR) სისტემის ტესტირება მიმდინარეობს. სულ მალე, აღნიშნული ტექნოლოგია, ქართულ პროფესიონალურ ფეხბურთში დაიწყებს მუშაობას.

,,ვიდეორეფერის სისტემის გამოყენება ქართული ფეხბურთისთვის რევოლუციური მნიშვნელობის ფაქტია. მოხარული ვართ, რომ მოყვარულთა ლიგა არის ერთ-ერთი ჩემპიონატი, სადაც, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სისტემის ტესტირება მიმდინარეობს. ვაკის საფეხბურთო ცენტრში, ვიდეო რეფერის გამოყენებით, უკვე იმართა ,,გრასრუტი“ - ,,აფხაზეთი“-სა და ,,თბილისი 2019- ,,ბაგები“- მატჩი. აღნიშნული სისტემის დანერგვა ჩვენს მატჩებზე შემდეგ შაბათ-კვირასაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“- ბერდია ჯიბლაძე

ვიდეო რეფერ სისტემას წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში და საერთაშორისო ტურნირებზე რეგულარულად იყენებენ. VAR 2018 წელს უკვე ოფიციალურად დაინერგა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზეც იქნა გამოყენებული. ეს სისტემა ფიფამ მსოფლიოს 2016 წლის საკლუბო ჩემპიონატსა და  2017 წლის კოფედერაციათა თასზე გამოსცადა. VAR სისტემის დანერგვამ, დღემდე, შეცდომით მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა, მსოფლიო ფეხბურთში, საგრძნობლად შეამცირა.

  

 

სპონსორები და პარტნიორები