STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

,,ფეხბურთი ეზოში ვისწავლეთ, მაგრამ ახლა უკვე დიდ მოედანზე ვთამაშობთ”

 

,,მოყვარულთა ლიგაწლიდან წლამდე იზრდება და მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი პოპულარობით გამოირჩევა.  ჩემპიონატი არა ერთ დასამახსოვრებელ მატჩსა თუ გოლს ინახავს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ  ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება და იქმნება ისეთი სოციალური მოვლენა, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.

ჩემპიონატი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ბატალიებით, რასაც გულშემატკივარი მოედანზე ხედავს. აქ თქვენ შეხვდებით ისეთ გუნდებს, რომლებსაც საფეხბურთო მოედანიც კი არ აქვთ, კილომეტრებს გადიან და  სხვა რაიონში ჩადიან, რათა ფეხბურთი ითამაშონ. ერთ-ერთი ასეთი გუნდია ,,მესტია“, რომელიც 2018 წელს, სვანეთში მცხოვრებ სკოლის მოსწავლის, ლევან ქობალიას ინიციატივით შეიქმნა.

,,გუნდი ჩემი ინიციატივით ნულიდად შევქმენით. ვმსჯელობდით რა დაგვერქმია, ,,სვანეთითუ ,,მესტია“, მაგრამ  საბოლოოდ, ,,მესტიაავირჩიეთ, რადგან გულშემატკივრისთვის მარტივად გამოსათქმელია.

დასაწყისისთვის სავარჯიშო ინვენტარიც კი არ გაგვაჩნდა. თამაში და მომზადება ორი ბურთით დავიწყეთ. საბედნიეროდ მალევე სპონსორი გამოგიჩნდალოჯისტიკურ-სამშენებლო კომპანია AWARD ჰოლდინგი. მისი დირექტორი, თორნიკე ჭკადუაც სვანია და ძალიან გვეხმარება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ჩართულობით და აქტიურობით დახმარებას ადგილობრივი მთავრობაც გვიწევს.

სვანეთში სტანდარტული მოედანი არ გვაქვს და ძალიან ვწვალობთ, უმეტესად ზუგდიდში ჩავდივართ, სადაც ცხადია ჩვენი გულშემატკივარი ვერ მოდის. გულდასაწყვეტია რომ, მატჩებს სხვაგან ვთამაშობთ და იქ ჩვენი გულშემატკივარი არ იმყოფება. იმედია, მალე ჩვენც გვექნება კეთილმოწყობილი საფეხბურთო მოედანი და სხვებსაც ვუმასპინძლებთ “.

როგორც ფეხბურთელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა,  სვანეთის ისტორიის მანძილზე ,,მესტიაპირველი საფეხბურთო გუნდია, რომელიც პირველი მატჩის მოგების მოლოდინშია.

,,ჩვენ ფეხბურთი ეზოში ვისწავლეთ, მაგრამ მოყვარულთა ლიგის საშუალებით ახლა უკვე ნამდვილ ფეხბურთს დიდ მოედანზე ვთამაშობთ. სწორედ ,,მოყვარულთა ლიგა გვაძლევს საშუალებას შევეჯიბროთ სხვადასხვა რეგიონის გუნდებს და კიდევ უფრო განვვითარდეთ. თითოეული ჩვენგანისთვის ყველა თამაში დასამახსოვრებელია, რადგან ამას მოწყურებული ვიყავით.

 

სპონსორები და პარტნიოები