ბასიანმა რეგიონთა თასის პირველი მატჩში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ბასიანმა დღეს, ბაქოში, ,,ასკ არენა‘‘-ს საფეხბურთო მოედანზე, უეფას რეგიონთა თასის პირველი მატჩში ესტონეთის გუნდი ტალინა ზაპუსი ანგარიშით 3-1 დაამარცხა.
პირველი გოლის ავტორი 37-ე წუთზე ლადო ხიდეშელი გახდა. მან ანგარიში გაათანაბრა.
მეორე გოლის გატანა კი გიორგი თევზაძემ 71-ე წუთზე მოახერხა.
დამატებით დროში, ირაკლი ლეფსაიამ გუნდის ისტორიული გამარჯვება დააგვირგვინა და მესამე გოლი 94-ე წუთზე გაიტანა.
შემდეგი შეხვედრა 27 ივნისს, იგივე „ასკ არენა“ - ზე ყაზახეთის სამოყვარულო საფეხბურთო გუნდთან „კესკელენი“ გაიმართება. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, „ბასიანი“ მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლებს და, ასევე, შესარჩევი ეტაპის ფინალურ მატჩს 29 ივნისს გამართავს.