ბასიანის და თბილისი სითის უდანაკარგო სვლა გრძელდება - თბილისის ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა
ბასიანის და თბილისი სითის უდანაკარგო სვლა გრძელდება
21 – 22 მაისს თბილისის ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.
მიჯრით მეშვიდე მატჩი მოიგო მოყვარულთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა - ბასიანმა, რომელმაც კოლხეთი ორბურთიანი სხვაობით (3-1) დაამარცხა.
ასევე დაუმარცხებლად აგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აფხაზეთი და ვაკე, აფხაზეთმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო ამბასადორს 4-3, ხოლო ვაკემ პანენკას 3-1 სძლია.
ძალიან დაძაბული გამოდგა ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტის გრასრუტის მატჩი, რომელმაც ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოახერხა ტიფლისთან გამარჯვების მოპოვება.
რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, აქ დაძაბულობა პიკს აღწევს, 10-10 გატანილი გოლით ლადო ხიდეშელი და გიორგი თევზაძე ლიდერობენ ცხრილს.
თბილისის ლიგა 1-ის VII ტურის სიმბოლური გუნდი
თბილისის ლიგა 2-ის ა ჯგუფის ცენტრალური მატჩი ჩემპიონატი ორ ისეთ გუნდს შორის გაიმართა, რომელსაც ყველა მატჩი გამარჯვებით ჰქონდა დასრულებული, დაძაბულ ბრძოლაში თბილისი სითიმ 2-1 სძლია თბილისი 2019-ს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, ქომაგები და გარისი ერთმანეთს საყაიმო ანგარიშით დაშორდნენ, 0-0.
მომდევნო მატჩი მოიგო ალჯამილმა ჯვაროსნების წინააღმდეგ 5-3 და ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ა ჯგუფის ყველა მატჩის შედეგები
გასულ ტურში თბილისის ლიგა 2-ის ბ ჯგუფში გუნდებმა ნამდვილი გოლების წვიმა მოაწყვეს ,VI ტურში ამ ჯგუფში 45 გოლი გავიდა.
მორიგი მატჩი მოიგო ჯგუფის ლიდერმა ურურუმ 9-0 სამურავის წინააღმდეგ, ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა დიღომმა თანგის წინააღმდეგ, 13-0.
მოულოდნელად მარტივად მოუგო შავნაბადამ ჯითისის 4-0.
ბ ჯგუფის ყველა მატჩის შედეგები
ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას კვლავ ზუკა ბასილიშვილი ლიდერობს, თუმცა დიღომის ფორვარდმა გიორგი სულთანიშვილმა ამ ტურში 6 გოლის გატანა მოახერხა და ლიდერს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება.
თბილისის ლიგა 2-ის VI ტურის სიმბოლური გუნდი