თბილისის ლიგა 1-ის შემდეგ , ლიგა 2 განახლდა
9-10 აპრილს თბილისის მასშტაბით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრებმა თბილისის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის მატჩებს უმასპინძლეს.
თბილისის ლიგა 1-ის მეორე ტურში ცენტრალური შეხვედრა, უქიმერიონსა და კვარტალს შორის გამართა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა
თბილისის ლიგა 1-ის II ტურის მეორე სათამაშო დღე კი სტრადასა და ღამურას სანახაობრივი თამაშით გაიხსნა და 4:1 დასრულდა.
თბილისის ლიგა 1-ს, ორი ტურის შემდეგ ბასიანი ლიდერობს.
თბილისის ლიგა 2-ის I ტურის მატჩში, თბილისი სითიმ დამაჯერებლად იასპარეზა და ცხრილშში მოწინავე პოზიციაც დაიკავა. მათ მოწინააღმდეგეს 7:0 სძლიეს.
ბ ჯგუფში კი ყველაზე მეტი გოლი ურურუმ გაიტანა და ცხრილში მოწინავე ადგილიც დაიკავა. გუნდმა მოწინააღმდეგე 12:0 დაამარცხა და ვაკის საფეხბურთო ცენტრში გულშემატკივრებს ნამდვილი გოლების წვიმა აჩუქა.
ლიგა 1-ის II ტურის სიმბოლური გუნდი
ლიგა 2-ის I ტურის სიმბოლური გუნდი
მატჩების მიმოხილვა და სრული ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YouTube არხზე
განსაკუთრებით აღსანიშნავია 10 აპრილს გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩები, რადგან მთელი დღის მანძილზე ყველა იმ გუნდის გულშემატკივარმა, რომლებსაც მატჩები ამ სტადიონზე ჰქონდათ , ნამდვილი სანახაობრივი შოუ მოაწყეს. მთავარი პერფორმანსი კი დებიუტანტი შტურმის გულშემატკივართა შესრულებით მოეწყო.
შემდეგი ტური კი თბილისის ლიგაზე 16-17 აპრილს გაიმართება. მატჩებს კვლავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრები უმასპინძლებენ. (გლდანი, ვარკეთილი, ნუცუბიძე და ნაკრების ტექნიკური ცენტრი „ბასა“).
მატჩების განრიგი მოყვარულთა ლიგის ოფიციალურ Facebook გვერდსა და სამიყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ხუთშაბათს, 14 აპრილს 19 :00 საათზე განთავსდება.