სადისციპლინო გადაწყვეტილება!

   საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 2026 წლის 3 და 5 აპრილს, "მოყვარულთა ლიგა"-ს ფარგლებში, თბილისის ლიგა 2-ის „ა“ ჯგუფის მეორე ტურში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით. კომიტეტმა განიხილა შემდეგ მატჩებში დაფიქსირებული შემთხვევები - „მიმინო“-„ქიქ სტარტი“ და „ULC ტერმინალი“-„მასივი“.

   საქმე ეხებოდა „მიმინო“-სა და „მასივი“-ს მოთამაშეთა მხრიდან მატჩების არბიტრების სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინების სახით. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „მიმინო“-ს მოთამაშეს, ლ.ქ.-ს მიეცა 3 (სამი) მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ასევე, „მასივი“-ს მოთამაშეს, მ.კ.-ს მიეცა 3 (სამი) მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაეკისრა ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

სხვა სიახლეები

სადისციპლინო გადაწყვეტილება!

სადისციპლინო გადაწყვეტილება!

სადისციპლინო გადაწყვეტილება!