STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

ბასიანი UEFA-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება დამტკიცდა, რომელიც სტარტს აპრილში აიღებს.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ტურნირზე გულშემატკივარი მოყვარულთა ლიგის ჩემპიონს, ბასიანს იხილავს.

 

ბასიანი და მოყვარულთა ლიგა

2021 წლის სეზონში ბასიანმა თბილისის ლიგა 1-ის რეგულარულ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა და მოყვარულთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამისთვის ბასიანმა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, უქიმერიონის ბარიერი გაიარა, შემდეგ ეტაპებზე კახეთის და თბილისი ლიგის ჩემპიონები - სფკ და ბასა გამოთიშა ასპარეზობას, ფინალში კი იმერეთისა და დასავლეთის ზონის გამარჯვებული, წყალტუბო დაამარცხა. 

ამ გამარჯვებით გუნდმა UEFA-ს რეგიონთა თასზე მონაწილეობის უფლება მიიღო, რომელიც 17-23 ივნისსაა დაგეგმილი.

UEFA-ს რეგიონთა თასი

ტურნირის მასპინძელი ქვეყანა ბელარუსი უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობის მიზეზით, ევროპულმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსეთსა და ბელარუსს გასამართი ტურნირების ლოკაციები შეცვალა, ამიტომ ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არაა.

შესარჩევ რაუნდში 5 გუნდია წარმოდგენილი, საიდანაც შემდეგ ეტაპზე ერთი გამარჯვებული გადავა. საქართველოს წარმომადგენელს დაპირისპირება ყაზახეთის და ესტონეთის წინააღმდეგ მოუწევს, ხოლო ჯგუფის მოგების შემთხვევაში ფინალში აზერბაიჯანის და  ბელორუსის ორ რაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებულს დაუპირსპირდება. იმ შემთხვევაში თუ ბასიანი გაიმარჯვებს, რეგიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე, 3 ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც მაღალრეიტინგული თურქეთი, პორტუგალია და ფინეთის ნაკრებები გამოდიან. 

სავარაუდოდ, ჩემპიონატი სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება, თუმცა თარიღები მოგვიანებით უნდა დაზუსტდეს.

 

UEFA-ს რეგიონთა თასი 1969 წლით თარიღება, ქართული ფეხბურთის ისტორიაში კი ეს მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც გუნდი საქართველოს წარადგენს. პირველად ეს 2018 წელს, ჭაბონამას შემთხვევაში მოხდა.

ახალი სეზონი 25 მარტს განახლდება

2022 წლის 25 მარტს, სტარტს მოყვარულთა ლიგის მე-7 სეზონი დაიწყება. თავდაპირველად, ჩემპიონატი თბილისის მაშტაბით გაიხსნება, მარტის ბოლოს თბილისის ლიგა 1-ლი განახლდება, ხოლო 8 აპრილს უკვე სტარტს ლიგა 2-იც აიღებს.

თბილისის ლიგაზე მიმდინარე სეზონში 52 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 20 გუნდი ლიგა 1-ში იქნება დარეგისტრირებული,  ხოლო დანარჩენი გუნდები ლიგა 2-ის „ა“ და „ბ“ ჯგუფებში გადანაწილდებიან.  თითოეულ ჯგუფში 16 გუნდი იქნება წარმოდგენილი.

მიმდინარე სეზონში მატჩებს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრები (ვარკეთილი, გლდანი, ნუცუბიძე, ვაკე) უმასპინძლებს, ასევე, საქართველოს ნაკრების ტექნიკური ბაზა - ბასა. 

საინტერესოა, რომ 2022 წლის თბილისის ლიგის მატჩების  ტრანსლირება  საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის Youtube არხზე მოხდება, რაც გულშემატკივარს მატჩებისთვის თვალყურის მიდევნების საშუალებას მისცემს. როგორც საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციაში განგვიმარტეს, დაგეგმილია ახალ ვებ-გვერდის ჩაშვება, სადაც ყველა სიახლე იქნება ხელმისაწვდომი

რაც შეეხება  რეგიონებს, მოყვარულთა ლიგის პირველი ეტაპი მუნიციპალურია, რომელიც  ადგილობრივი მაშტაბით და ოლიმპიური სისტემით  ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.  ეს ეტაპი აპრილიდან ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც უკვე აგვისტოში  რეგიონული ეტაპი განახლდება.

პირველ ეტაპზე საქართველოს 61 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება და  მასში მონაწილეობას 12 000-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სეზონში ტურნირზე მონაწილეობა 12 000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა მიიღო, ხოლო 2022 წლის სეზონში ჩართულობა 15 000-მდე იქნება.

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები