კროკობეთ მოყვარულთა ლიგის სეზონის მეორე ნახევარი აქტიურ ფაზაში შევიდა
31 აგვისტოდან თბილისის ლიგების გათამაშებები განახლდა. თბილისის სუპერლიგაში, სუპერლიგა 2-ში და ლიგა 3-ში X ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატი 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.
პარალელურად, მთელი საქართველოს მასშტაბით , მიმდინარეობს რეგიონული ლიგების გათამაშებები. დასრულებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ლიგა, სადაც გამარჯვებული გახდა ლენტეხის მუნიციპალიტეტი.
ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 16 ნოემბერს დაიწყება.