STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

,,მოყვარულთა ლიგა“ 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, ყველაზე მასშტაბური სამუყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის ,,მოყვარულთა ლიგა" 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციის მენეჯერ მარიამ პაკაცოშვილთან ერთად, წარმატებული მეშვიდე სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

პრეზენტაციის მსვლელობისას, სხვადასხვა  ნომინაციებშითბილისი ლიგა 1-ის, თბილისი ლიგა 2-ისა და  მოყვარულთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. ნომინანტებს სიმბოლური პრიზები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და .თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიალში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა. ფონდის ფინანსურმა მენეჯერმა დავით ლაშხიმ, 2022 წლის ჩემპიონ ,,ბასა“- 5 000 ლარი, ხოლო ,,წყალტუბო“- 2 500 ლარი გადასცა.

ფულადი ჯილდოები, თბილისის ლიგა 1-ისა და თბილისის ლიგა 2-ის პრიზიორ გუნდებსაც გადაეცათ.

გამოვლინდნენ წლის საუკეთესო ფეხბურთელებიც:

,,მოყვარულთა ლიგა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა- ედგარ კაზარიანი (ბასა).

თბილისის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა- ზუკა ბასილიშვილი (თბილისი სითი).

თბილისის ლიგა 1-ის საუკეთეს ფეხბურთელის ადგილი კი, ალექსანდრე კობახიძემ დაიკავა (გრასრუტი).

გოგონათა ლიგიდან, საუკეთესო ფეხბურთელი მარიამ ჯოჯუა გახდა (WPS ვაკე).

მეშვიდე სეზონის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვნდნენ ასევე ვეტერანებიც: უხუცესი ფეხბურთელი, 68 წლის თენგიზ კაზარიანი და ვეტერანი მწვრთნელი გივი მამულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წელს, ოყვარულთა ლიგის მასაშტაბები საგრძნობლად გაიზარდა, მეშვიდე სეზონში 450-მდე საფეხბურთო გუნდი და 14 000-მდე მოყვარული ფეხბურთელი ჩაერთო.

ეს სეზონი გამოირჩეოდა იმითაც, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სამოყვარულო გუნდმა, ამ შემთხვევაში, ,,მოყვარულთა ლიგა“ 2021 წლის ჩემპიონმა ბასიანმა, საშეჯიბრო წარატებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს დავით ყიფიანის თასზე, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო, ვინაიდან სამოყვარულო გუნდი პროფესიონალურ ჩემპიონატში პირველად მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ წელს, უკვე მეორედ, მოყვარულთა ლიგის გუნდი მონაწილეობდა უეფას რეგიონთა თასზე, სადაც საქართველოს სახელი სწორედ ბასიანმა გაიტანა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად წელს, გოგონათა შორის 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 14 გუნდი და 273 მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, . თბილისის მერიისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

 

 

 

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები