STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

,,თბილისი სითი" ლიგა 2-ის ჩემპიონია

 

30 ოქტომბერს, გლდანის საფეხბურთო ცენტრში, ლიგა 2-ის ფინალი გაიმართა.

ერთმანეთს ,,თბილისი სითი" და ,,შტურმი 2022" დაუპირისპირდნენ. პენალტების სერიაში სითიმ 5:4 გაიმარჯვა და მოყვარულთა ლიგის დასკვნითი, ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი გარდამავლი ორმხრივი აქტიური შეტევებით დაიწყო და გუნდებმა სწრაფი გოლებიც შემოგვთავაზეს. თავდაპირველად, ანგარიში შტურმის ფეხბურთელმა დემურ ზიბზიბაძემ გახსნა. მან მატჩის მერვე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი თავური დარტყმით გოლად აქცია, ზუსტად 30 წამში, სითის ფეხბურთელმა ლუკა ხვიჩიამ, შორეული დარტყმით აღადგინა წონასწორობა.

ამის შემდეგაც მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. საბოლოოდ მივიღეთ პენალტების  სერია, სადაც  საბედისწერო გამოდგა შტურმის მეოთხე დარტყმა, როდესაც სითის მეკარემ, რეზი ხვიჩიამ კუთხე სწორად გამოიცნო და მოიგერია პენალტი რითაც თბილისი სითის ჩემპიონობა მოუპოვა.

 

ირაკლი წამალაშვილი - თბილისი სითის პრეზიდენტი:

,,პირველ რიგში, მადლობა ორგანიზატორებს შესანიშნავად ჩატარებული ჩემპიონატისთვის, ასევე მადლობა მოედანზე მოსულ უამრავ გულშემატკივარს, რომლებმაც უმაგრესი საფეხბურთო გარემო შექმნეს, რაც მატჩზეც აისახა. ორივე გუნდმა ღირსეული და საინტერესო მატჩი შემოგვთავაზა, მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება, თუმცა ვთვლი, რომ ჩემპიონობას ორივე გუნდი   იმსახურებდა. წარმატებას ვუსურვებ შტურმს 2023 წლის სეზონში, მჯერა, რომ ეს გუნდი დიდ წარმატებას მიაღწევს".

 

 

 

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები