STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

ბრაიან იდოუ -,,მოყვარულთა ლიგამ ფეხბურთი ახლიდან შემაყვარა“

 

წარმოშობით ნიგერიელი, ყველასთვის კარგად ცნობილი, 34 წლის ბრა­­ან იდოუ (იგი­ვე იბ­რა­ჰი­მი), სა­ქარ­თვე­ლო­ში 16 წელია ცხოვრობს და თავს აქ ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სამშობლოში.  ბრაიანი მოყვარულთა ლიგაში 2016 წლიდან თამაშობს. მან ხალხის სიყვარული და პოპულარობაკომედი შოუსსკეტჩებიდან მოიპოვა. ის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს ფეხბურთსაც ასწავლის და როგორც ამბობს, მშობლებისგან და მოსწავლეებისგან უდიდეს პატივისცემას გრძნობს.  

ბრაიან იდოუდავიბადე აფრიკაში, ნიგერიაში, მაგრამ რეალურად აქაური სამტრედიელი ვარ(იცინის). საქართველოში როდესაც ჩამოვედი უკვე ფეხბურთზე თავ დანებებას ვფიქრობდი, მაგრამ სპორტის ეს სახეობა მოყვარულთა ლიგამ ახლიდან შემაყვარა. აქ დავინახე, რომ კიდე შემიძლია თამაში, განვითარება და ჩემპიონატების მოგება. თავდაპირველად სხვა გუნდში ვიყავი, მაგრამ ამჟამად საფეხბურთო კლუბ ,,სეუ“-ში ვთამაშობ და საკმაოდ დიდი წარმატებებიც გვაქვს.

როგორ მოხვდით საქართველოში?

-საქართველომდე, დაახლოებით 1 წლის და 6 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ვცხოვრობდი, კონტრაქტით მეორე ლიგაში ,,ოლიმპიქ ბაქოში“  ვთამაშობდი. მეგობრებისგან გავიგე, რომ ბაქოსთან ახლოს არსებობს ქვეყანა, სახელად საქართველო, რომელიც არის ,,სამოთხე დედამიწაზე“,  დავინტერესდი და გადავწყვიტე ორი კვირით ჩამოსვლა, შემდეგ უკან დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ, ისე შემიყვარდა ეს ქვეყანა, დარჩენა გადავწყვიტე.  ძალიან თბილი, მეგობრული ხალხი ხართ ქართველები.

რომელ კუთხეს გამოარჩევდით?

-ყველა მხარე გამორჩეულია, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი რაჭას, ყაზბეგს და იმერეთს.

 რა მოგ­წონთ ყველაზე მეტად სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ტრა­დი­ცი­­ბი, ოჯახ­ში პირ­ვე­ლად რომ შეხ­ვალ, უნდა იცო­დე, რო­გორ მო­იქ­ცე, ანუ სა­დაც მიხ­ვალ, იქა­­რი ქუდი უნდა და­­ხუ­რო. გამორჩეულად მიყვარს ბადრიჯანი და საცივი. ვუსმენ ქართულ სიმღერებსაც.

როდის დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?

-ფეხბურთი ღრმა ბავშვობაში მამამ შემაყვარა, თვითონაც თამაშობდა და ყოველთვის დავყავდი მატჩებზე. როდესაც წამოვიზარდე, აფრიკის სხვადასხვა გუნდში ჩავერთე, მაგალითად, 2 წელი  ნიგერიის უმაღლეს ლიგაში ვიყავი. 2006 წლიდან კი, უკვე ბაქოში გადავედი.

რას გვეტყოდით მოყვარულთა ლიგაზე, რითია გამორჩეული თქვენთვის?

-მოყვარულთა ლიგამ  რეალურად ახლიდან დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებსა და ძალებში. თანაგუნდელებიც მეგობრულები არიან, ფაქტობრივად ერთი დიდი ოჯახი ვართ.

რა არის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი?       

-ფეხბურთს არ უხდება გაჩერება, ყოველთვის მეტი უნდა გინდოდეს, აქ ფულის გამო არ უნდა თამაშობდე. სამაგალითო უნდა იყო, იმიტომ რომ ბავშვები გიყურებენ.

 როგორ აღმოჩნდით კომედი-შოუში?

-,,რუსთავი 2“-ში დავტოვე ჩემი მონაცემები, მაგრამ არ დამირეკეს, მე მაინც არ ვკარგავდი იმედს, რადგან ვფიქრობდი, რომ მსახიობობა შემეძლო. ერთ დღესაც, რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად, სადაც კომედი-შოუს ბიჭებიც იყვნენ და მივედი, გავიცანი, ვთხოვე ჩავერთე რომელიმე სკეჩში. პირველად წამიყვანეს ვანოს-შოუში, შოუ-ბიზნესის კუთხით აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. გადამიღეს კომედი-შოუში, სხვადასხვა სერიელბსა და რეკლამებში.

 აპირებთ თქვენს ქვეყანაში დაბრუნებას?

-საქართველოში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ნიგერიაში დავდივარ ხოლმე, მაგრამ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ.  

 

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები