STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

ნიკა ბაგალიშვილის გზა ფეხბურთიდან ბიო მეურნეობამდე

 

ფეხბურთის თამაში ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა დატვირთული სწავლის რეჟიმიდან გამომდინარე სპორტის ამ სახეობაში პროფესიულ დონეზე წარმატებას ვერ მიაღწია. მიუხედავად დაბრკოლებებისა მისი სიყვარული ფეხბურთისადმი ისეთივე მძაფრია, როგორც 7-8 წლის ასაკში.

გაიცანით 29 წლის ნიკა ბაგალიშვილი, პროფესიით აგრონომი, რომელიც ,,წნორი“-ს გუნდში თამაშობს და ამავდროულად, უკვე მეოთხე წელია, დაუღალავად შრომობს, რათა კახეთში ბიო ბოსტნეული და მარცვლეული მოიყვანოს. ,,სამყურა“- ასე ჰქვია მოყვარული ფეხბურთელის წამოწყებულ საქმიანობას, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების ჯანსაღი პროდუქტებით მომარაგებაა.

საფეხბურთო კარიერაზე უარის თქმა სწავლის გამო მოგიწიათ, არ გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

-ძალიან რთული იყო, ლამის დეპრესიამდე მივედი, თუმცა ორივეს ერთად დაბალანსებასაც ვერ ვახერხებდი. იმისათვის, რომ ფეხბურთში წარმატებას მიაღწიო თავდაუზოგავი შრომა, მტკიცე ფსიქოლოგია და ბოლომდე მიყოლაა საჭირო, თუმცა ფეხბურთი მაინც არ დავთმე, როგორც კი დრო მომეცემოდა, ყოველთვის ვთამაშობდი, სკოლის პერიოდში გაკვეთილების მომზადების შემდეგ მოედანზე ვიპარებოდი. დღეს კი, მოყვარულთა ლიგის წყალობით, ფაქტობრივად, კვლავ ფეხბურთთან ერთად ვცხოვრობ.

ყველაფრის თავიდან დაწყება რომ მოგიხდეთ, რამეს შეცვლიდით?

-მივხვდი რომ ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია, უსაზღვროდ მიყვარს სპორტის ეს სახეობა, შესაბამისად ბოლომდე ვიბრძოლებდი რომ წარმატებას მიმეღწია და ამ მიმართულებით განვითარებულიყავი. ვფიქრობ, რომ კარგად ვთამაშობ და მიყოლის შემთხვევაში აუცილებლად მექნებოდა საუკეთესო ტიტულების მოპოვების შესაძლებლობა.

რა ადგილი უკავია ფეხბურთს თქვენს ცხოვრებაში?

-ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერია. რომ არა ფეხბურთი, ალბათ ვერ შევძლებდი ჩემი ენერგიის სწორად გახარჯვას, ემოციებისა და სიყვარულის გამოხატვას. უდიდესი სიხარული და განტვირთვა მოაქვს თამაშის პროცესს, მოედანზე გასვლისთანავე ყველაფერი მავიწყდება და მხლოდ თამაშზე, კონკრეტული შედეგის დადებაზე, გოლის გატანაზე ვფიქრობ. ბიო მეურნეობის წამოწყების ინსპირაციის წყარო სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესია. ფეხბურთის თამაში მეხმარება, როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ წინსვლაში, ამის გარეშე ვერ ვიქნებოდი ისეთი წარმატებული და რეალიზებული, როგორიც დღეს ვარ.

როგორ ახერხებთ ბიო მეურნეობის პარალერულად ჩემპიონატში მონაწილეობას?

-ფეხბურთს წინა პლანზე ვაყენებ. ყოფილა შემთხვევა ჩემი ნაკვეთიდან პირდაპირ მოედანზე გავსულვარ. თამაშის გამო ბევრჯერ სამეურნეო საქმიანობაც გადამიდია. ერთი სული მაქვსხოლმე ტურნირი დაიწყოს, რათა მოედანზე გავიდე და ჩემი ემოციები გავიტანო.

ვის გვერდით თამაშია თქვენთვის ყველაზე დიდი ოცნება?

-რა თქმა უნდა ლიონელ მესისთან შეხვედრასა და მის გვერდით თამაშზე ვვოცნებობ, თუმცა მიმაჩნია რომ ოცნება პირობითია და ერთ დღესაც მას აუცილებლად გავიცნობ.

თანამედროვე ფეხბურთელებიდან თქვენთვის საუკეთესო რომელია?

-ხვიჩა კვარაცხელია. საუკეთესოა და  ერთ დღესაც ოქროს ბურთს მოიპოვებს.

და ბოლოს, რას გვეტყოდით მოყვარულთა ლიგაზე?

-ჩემთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. მიმაჩნია, რომ ჩემპიონატი ხელს უწყობს, არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების, არამედ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში. კახეთშიც რომ გვიყურებენ როგორ აქტიურად ვთამაშობთ ფეხბურთს, ყველას უჩნდება სურვილი გაიმრავალფეროვნონ და უფრო საინტერესო გახადონ რუტინული ცხოვრება. მოყვარულთა ლიგა გვიბიძგებს ყველას, რომ გავხდეთ მისაბაძები, სამაგალითოები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაში.

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები