STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

სამ გზის ჩემპიონი ,,ჭაბონამა“ პაუზის შემდეგ ,,მოყვარულთა ლიგა“-ს დაუბრუნდა

 

ფოთის ,,ჭაბონამა  მოყვარულთა ლიგის სამ გზის ჩემპიონია (მოყვარულთა თასის გამარჯვებული გახდა  2017,2018,2019 წწ-ში). 2018  წელს კი, უეფას რეგიონთა თასზე სწორედ ჭაბონამა წარსდგა, რაც  მასობრივი ფეხბურთის განვითარების კუთხით ისტორიული ფაქტია, ვინაიდან საერთო ევროპულ საფეხბურთო ოჯახს ,,მოყვარულთა ლიგასწორედ ამ წელს შეუერთდა.  ერთ წლიანი პაუზის შემდეგ გუნდი ,,მოყვარულთა ლიგა“- დაუბრუნდა და ახლა უკვე სამეგრელოს რეგიონალურ ეტაპზე სათამაშოდ ემზადება, რომელიც სტარტს 7 აგვისტოს აიღებს.


Gafa.ge  ესაუბრა ,,ჭაბონამა‘‘-ს მწვრთნელს დავით ლოლუას, რომელმაც გუნდის შექმნის ისტორია გაიხსენა და სამომავლო  გეგმებიც გაგვიზიარა. უცვლელად  გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

 

 


დავიწყოთ  გუნდის შექმნის იდეით, როდის და  ვისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ,,ჭაბონამა”?

იდეა 2016 წელს იმ ფეხბურთელებს გაგვიჩნდა, რომლებიც სხვადასხვა გუნდებში ვთამაშობდით. იმ წელს ფოთიდან გასული გუნდი, სამეგრელოს ეტაპის მეოთხედფინალში დამარცხდა. მივხვდით, რომ გაფანტულები ვიყავით და ერთიანი, კარგი გუნდი გვჭირდებოდა.

რატომ დაარქვით ,,ჭაბონამა‘‘?

გვქონდა სხვადასხვა ვარიანტები მაგ: პირველი მერცხალი, ფაზისი, მაგრამ თანაგუნდელმა შემოგვთავაზა- ჩვენი მეგობრის ზედმეტსახელი ,,ჭაბო’’  დავარქვათო, უმეტესობამ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ იდეას. თავიდან გუნდს ერქვა ,,ჭაბო“, მაგრამ განაცხადის შეტანის დღეს, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ინიციალები ,,ნადა ,,მაგამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ გუნდში უმრავლესობას ფოთის ორი უბნის წარმომადგენლები (ნაბადლები და მალთაყველები შევადგენდით) რის შედეგადაც გამოვიდა ,,ჭაბონამა“.

საიდან დაიწყეთ და რა ეტაპზეა ახლა გუნდი?

ამ წლის გათამაშებაში ვართ სამეგრელოს რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს  7 აგვისტოს აიღებს.

რა ნაბიჯებს დგამთ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

გვქონდა მცდელობები იმისა, რომ რამდენიმე კომპანიისგან მიგვეღო დაფინანსება- სათამაშო ფორმებთან და სავარჯიშო ინვენტართან დაკავშირებით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლნენ.  არიან ადამიანები, რომლებიც ბურთებსა და სავარჯიშო ინვენტარს გვჩუქნიან, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდით. დანარჩენი ჩვენი ხარჯით კეთდება.

გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება? რამდენჯერ გახდითმოყვარულთა თასის“  გამარჯვებული?

რა თქმა უნდა პირველი ჩემპიონობა. მოყვარულთა თასის 4 გათამაშებაში მივიღეთ მონაწილეობა, აქედან ოთხივეში გავედით ფინალში, საიდანაც სამი ფინალი მოვიგეთ.

რას ნიშნავს იყოთ ,,მოყვარულთა ლიგის‘‘ და  ,,ჭაბონამა‘‘-ს ფეხბურთელი? რა არის თქვენი მთავარი ,,მოტო‘‘?

ძალიან საამაყოა. პირველ რიგში დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენი გულშემატკივარების წინაშე.

რომელია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი?

მეორე ფინალური თამაში თბილისის ,,უქიმერიონთან“,  რომლის მსვლელობის დროსაც 2:0 ვაგებდით და 2:3 მოგება შევძელით.

 

 

როგორია ამჟამინდელი მოლოდინები?

რა თქმა უნდა ისევ და ისევ ჩემპიონობა.

რას ნიშნავს თქვენთვის ,,მოყვარულთა ლიგა’’?

მოყვარულთა ლიგა ჩვენთვის, (ვინც ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდით და სხვადასხვა მიზეზების გამო პროფესიონალურ დონემდე ვერ მივედით), არის მეორე სიცოცხლე, მეორე შანსი, რომელიც გამოვიყენეთ და რაღაც დონეზე მაინც ავისრულეთ ბავშვობის ოცნებები. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.

როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს ,,მოყვარულთა ლიგა‘‘ მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში?

მასობრივი ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაცია მოყვარულთა ლიგის გარეშე წარმოუდგენელია.

რამდენიმე სიტყვით გულშემატკივრის როლზე.

ჩვენი გულშემატკივარი განსაკუთრებული გულშემატკივარია, ყველა თამაშზე ჩვენს გვერდით არიან. გასვლით თამაშებზე ტრანსპორტის ორგანიზებას საკუთარი ხარჯით ახდენენ.

როგორ  ფორმაშია  გუნდი?

დიდი ხანი არა არის, რაც შევიკრიბეთ და აქედან გამომდინარე ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვიმყოფებით, თუმცა, ვფიქრობ, ჩემპიონატის დასაწყისისთვის მზად ვიქნებით.

როგორ ფიქრობთ რა შედეგებზე გასვლა შეუძლია გუნდს?

მიზანი ჩემპიონობაა, რაც წელს ვფიქრობ ბევრად უფრო რთული იქნება (არც ერთი არ იყო ადვილი) გამომდინარე  იქედან, რომ გუნდის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოგვაკლდა. ეს ყველაფერი ჩვენს მიზანს არ ცვლის -მიზანი ისევ და ისევ ჩემპიონობაა!

ამბობენ, რომ  ყველა თასს ერთი წონა  აქვს , როგორია თქვენი  წარმატების  ფორმულა?

თასები არ აგვიწონია (იცინის). წარმატების ფორმულაა შრომა, შრომა, შრომა და შრომა, სხვანაირად არაფერი გამოვა!

 

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები