STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

თბილისის ლიგა სექტემბერში განახლდება

 

თბილისის ლიგა 1 და თბილისის ლიგა 2 სექტემბრამდე საზაფხულო შესვენებაზე გავიდა, 1 აპრილიდან 17 ივლისის ჩათვლით ლიგა 1-ის 13 ტური გაიმართა, ხოლო ლიგა 2-ის 9 ტური ჩატარდა.

 

13 ტურის მანძილზე ლიგა 1-ის ლიდერი არაერთხელ შეიცვალა, ცხრილის სათავეში რამდენიმე ტურის მანძილზე იყვნენ: ბასიანი, ამბასადორი, სეუ, თუმცა, საბოლოოდ ერთპიროვნულ ლიდერად ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებით დახუნძლული გუნდი გრასრუტი ჩამოყალიბდა. მათ 13 ტურში 11 მატჩი მოიგეს, 1 წააგეს, 1 კი ფრედ დაასრულეს, სულ 57 გოლის გატანა მოახერხეს და საკუთარ კარში მხოლოდ 22 გოლი გაუშვეს.

მეორე ადგილს ამბასადორი იკავებს, რომელმაც მიჯრით ხუთი მატჩის მოგება მოახერხა და პოზიციის გამყარებაც შეძლო.

მესამე და მეოთხე ადგილს სეუ და ბასა იყოფენ 28-28 ქულით. ბასა უკვე დიდი ხანია მოგებების სერიას აგრძელებს, ხოლო სეუ ვარკეთილთან მოულოდნელად დამარცხდა, რამაც ლიდერის პოზიცია დააკარგვინა, თუმცა,ორივე გუნდს ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, ვიდრე მათ ზემოთ მყოფ გუნდებს.

მეხუთე და მეექვსე ადგილს ვაკე და ბასიანი იყოფენ, რომლებმაც 18 ივლისს მე-12 ტურის გადადებული მატჩი ითამაშეს და ფრედ 0-0 დაასრულეს.

ასევე აღსანიშნავია დებიუტანტი პანენკას შედეგები, რომელსაც 7 მატჩიანი წაუგებელი სვლა აქვს.

ბომბარდირთა დავას სნეპ პრემიუმის ფორვარდი ოთარ აბრამიშვილი ლიდერობს გატანილი 13 გოლით.

კარის ყველაზე მეტჯერ მშრალად შენხვა სეუს მეკარემ, ბექა იმნაძემ შეძლო.

ლიგა 2-ის ბ ჯგუფიდან ზედა ლიგაში გადასასვლელად ერთდროულად 6 გუნდი იბრძვის, ჯგუფს შავნაბადა ლიდერობს 24 ქულით, რომელმაც 8 მოგება მოახერხა 1 მატჩი კი წაგებად ჩაეთვალა (სადისციპლინო დარღვევა). მეორე ადგილს 23 ქულით დიღომი იკავებს, რომელიც ჯგუფში ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ აქვს. მათ თავი 7 მოგებას და 2 ფრეს მოუყარეს.

მესამე და მეოთხე ადგილს ურურუ და ოლიმპი იყოფენ 22 ქულით.

ცუდად დაწყებული საწყისი ტურების შემდეგ შტურმმა მოახერხა რეაბილიტირება და მეხუთე ადგილს იკავებს 21 ქულით.

მეექვსე ადგილეზე კი ჯითისი იმყოფება 20 ქულით.

ამ 6 გუნდს შორის გადაწყდება, თუ  ვინ მოიპოვებს ლიგა 1-ის საგზურს 2023 წლის სეზონისთვის.

ლიგა 2-ის ა ჯგუფში განსხვავებული სიტუაციაა, აქ პირველივე ტურიდან უცვლელი ლიდერია თბილისი სითი, რომელმაც ყველა მატჩში გამარჯვება მოიპოვა და 27 ქულით პირველ ადგილზეა.

მეორე ადგილს თბილისი 2019 იკავებს 24 ქულით 9 დან 8 მოგებით და დამაჯერებლად იკავებს საპრიზო პოზიციას.

მესამე ადგილზე დებიუტანტი ალჯამილ არის 7 მოგებითა და 2 მარცხით.

მეოთხე და მეხუთე ადგილს კი გარისი და ქომაგები იყოფენ 19-19 ქულით.

ცუდი სტარტის შემდეგ ფასკუნჯმა მოახერხა მატჩების მოგება და მეექვსე ადგილამდე დაწინაურდა 18 ქულით, რაც ლიგა 1-ის საგზურისთვის ბრძოლაში ტოვებს გუნდს.

ლიგა 2-ის ბომბარდირი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ქობალია, ბასილიშვილი და სულთანიშვილი ერთმანეთს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ.

თბილისის ლიგა 3-4 სექტემბერს დაბრუნდება, მანამდე კი რეგიონული ლიგები იწყება.

 

კლუბი
1 ბასიანი 19 15 2 2 47
2 ბასა 19 15 1 3 46
3 ამბასადორი 19 15 0 4 45
4 გრასრუტი 19 13 1 5 40
5 აფხაზეთი 19 11 3 5 36
6 სეუ 19 10 3 6 33
7 პანენკა 19 10 2 7 32
8 ნახალოვკა 19 9 1 9 28
9 უქიმერიონი 19 8 3 8 27
10 მეთოფეები 19 8 3 8 27
11 კოლხეთი 19 8 3 8 27
12 ვაკე 19 7 5 7 26
13 შევარდენი 2019 19 8 2 9 26
14 კვარტალი 19 7 4 8 25
15 ღამურა 19 7 4 8 25
16 სნეპ პრემიუმი 19 6 3 10 21
17 სტრადა 19 6 1 12 19
18 ვარკეთილი 19 2 2 15 8
19 ტიფლისი 19 2 1 16 7
20 კოლხი 19 0 2 17 2
ჩემპიონი
ასპარეზობას აგრძელებს მოყვარულთა ლიგის ფინალურ ეტაპზე
დაქვეითდება თბილისის ლიგა 2-ში

სპონსორები და პარტნიოები