STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულიც ითამაშებს – გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული. აღმასკომის წევრებმა დაამტკიცეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. გათამაშება აპრილში დაიწყება. საწყის ეტაპებზე ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად, ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი – „ბასიანი“ მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება 1990 წლიდან ტარდება და ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან ჩემპიონატის პარალელურად იმართება, 2021 წელს თასის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი საბურთალო გახდა.

სპონსორები და პარტნიოები