STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

,,ბასა" ,,მოყვარულთა ლიგა" 2022 წლის ჩემპიონია

,,მოყვარულთა ლიგა" 2022 წლის  ჩემპიონი ,,ბასა" გახდა. დასკვნითი ეტაპი, 4 დეკემბერს, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. დაძაბული ორთაბრძოლის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, მაგრამ ,,ბასა"-მ მოწინააღმდეგე გუნდი ,,წყალტუბო", პენალტების სერიაში, ანგარიშით, 11:10 დაამარცხა.

მოვლენათა ქრონოლოგია კი ასეთი იყო: მატჩი გარდამავლი უპირატესობით დაიწყო და გუნდებმა სწრაფი გოლებიც შემოგვთავაზეს. თავდაპირველად, ანგარიში ,,წყალტუბო"-ს ფეხბურთელმა ბექა ბიბილაშვილმა გახსნა, მან მატჩის მეხუთე წუთზე პირველი გოლი გაიტანა. მეთოთხმეტე წუთზე, ,,ბასა"-ს ფეხბურთელმა აკაკი მარუაშვილმა წონასწორობა აღადგინა და ანგარიში გაათანაბრა.

ტემპერატურამ განსაკუთრებით პენალტების სერიაში აიწია. ყოველი დარტყმა და გატანილი გოლი დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, რადგან სასწორზე ჩემპიონობა იდო.

წყალტუბოს სამჯერ შეეძლო პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ამჯერად ,,ბასა" უფრო ზუსტი აღმოჩნდა და 2022 წლის ჩემპიონობაც დამსახურებულად იზეიმა.

 

 

 

სპონსორები და პარტნიოები