STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

4 დეკემბერს მოყვარულთა ლიგა 2022 წლის ფინალი გაიმართება

4 დეკემბერს, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, 17:00 საათზე მოყვარულთა ლიგა 2022 წლის ფინალი გაიმართება.

ერთმანეთს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები: ,,წყალტუბო” და ,,ბასა” დაუპირისპირდებიან.

აღმოსავლეთ ზონის ფინალში ,,ბასა”-მ დრამატულ ბრძოლაში შარშანდელ ჩემპიონს- ,,ბასიან”-ს  სძლია.

,,წყალტუბო”-მ კი, ფინალამდე  სამეგრელოს, აჭარის და გურიის წარმომადგენელი გუნდების ბარიერი გადალახა.

თუ ვინ გახდება ყველაზე საქვეყნო,  მასობრივი საფეხბურთო ჩემპიონატის თასის მფლობელი, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ.

სპონსორები და პარტნიოები