STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

რა მნიშვნელობის ტურნირია ,,რეგიონთა თასი“ ? - უეფას მოლოდინები და შეფასებები

უეფას რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

მატჩები სტარტს 23 ივნისს, ბაქოში, „ასკ არენა”-ზე აიღებს და თვის ბოლომდე  გაგრძელდება. მასობრივი ფეხბურთის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს 23 ივნისს სწორედ საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული გახსნის. „ბასიანიესტონურ გუნდს Tallinna FC Zapoos დაუპირისპირდება, 27 ივნისს კი, იგივეასკ არენა“ - ზე ყაზახეთის წარმომადგენელ სამოყვარულო საფეხბურთო გუნდს Kaskelen შეხვდება. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, „ბასიანიშესარჩევი ეტაპის ფინალურ მატჩს 29 ივნისს გამართავს.

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის ბერდია ჯიბლაძის განცხადებით, „ბასიანიაქტიურ რეჟიმში ემზადება და 22 ივნისს უკვე გაემგზავრება ბაქოში.

 

,,გუნდი მოტივირებულია, საკმაოდ კარგ ფორმაშია, სწორი სელექციით არის დაკომპლექტებული რამდენიმე სამოყვარულო კლუბიდან და, დარწმუნებული ვარ, „ბასიანი“- მოთამაშეები დიდი წარმატებით გაიტანენ ჩვენს სახელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ როგორც შესარჩევ, ისე შემდგომ ეტაპებზე“.

 

*როგორც ჩვენთვის ცნობილია, აზერბაიჯანი მასპინძელობისთვის მზად არის და სრულ ანშლაგს ელოდება.

GAFA.GE ტურნირის მოლოდინებსა და მნიშვნელობაზე უეფას ახალგაზრდული ფეხბურთისა და ფუტსალის, ასევე, სამოყვარულო ფეხბურთის ხელმძღვანელს, კლაუდიო ნეგრონს ესაუბრა.

,,ჩემი მოლოდინი შესარჩევი რაუნდის მიმართ არის პოზიტიური. ვიმედოვნებ ყველა მატჩი ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანი თამაშის სულისკვეთებით გაიმართება. იმედია დაზიანებები/ტრავმები არ იქნება და სტუმრად ჩამოსული დელეგაციის ყველა წევრი აზერბაიჯანიდან სამშობლოში ტურნირის სასიამოვნო მოგონებებით დაბრუნდება’’. 

ნეგრონმა ,,უეფას რეგიონთა თასი“ - ისტორიული პერიპეტიები სიღრმისეულად გაგვიზიარა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

უეფას რეგიონთა თასი პირველად 1999 წელს ჩატარდა. 2022/23 წლების სეზონი უკვე არის რიგით მე-12 გათამაშება.

ხედვა და მისია მოცემულია ჩემპიონატის დებულებაში და, საერთო ჯამში, შემდეგნაირად ფორმულირდება:

უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს სამოყვარულო ფეხბურთს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. სამოყვარულო ფეხბურთი ევროპული ფეხბურთის მნიშვნელოვან საყრდენად არის აღიარებული;

წახალისდეს უეფას წევრი ასოციაციები, რათა მოაწყონ შიდა შეჯიბრებები, დაამყარონ საჭირო კონტაქტები და აწიონ თავიანთი კულტურისა და რეგიონების ცნობადობა;

 

· იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებსაც ადრეულ ასაკში მოუწიათ პროფესიული ფეხბურთისთვის თავის დანებება, მიეცეთ სტიმული, რომ დარჩნენ ფეხბურთის ერთგულები და არ გადავიდნენ სხვა სპორტულ დისციპლინაში;

 

· განსაკუთრებული საფეხბურთო გამოცდილება მიეცეთ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც სხვაგვარად არ ექნებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა;

 

გაუმჯობესდეს სამოყვარულო ფეხბურთის სტანდარტები;

 

რატომ დაერქვა ,,რეგიონთა თასი’’ ?

იმ დროს, როდესაც ქვეყნებს შორის საზღვრები ფორმალობა ხდება, უეფას სურდა ხაზი გაესვა, რომ ქვეყნები და მათი რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია;

რეგიონებს ფეხბურთის საშუალებით ვთავაზობთ საკუთარი ტერიტორიის პოპულარიზაციის შესაძლებლობას;

 

უეფას წევრი 55-ვე ასოციაციას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რეგიონთა თასზე.

*(უმცირესი წევრი ასოციაციების გარდა, რომლებიც შედგება მხოლოდ ერთი რეგიონისგან, როგორიცაა სან მარინო, ანდორა, ლიხტენშტეინი, ყველა მონაწილემ აუცილებლად უნდა გამართოს ქვეყნის შიდა ჩემპიონატი, რეგიონთა თასზე მონაწილე გუნდის გამოსავლენად, ფეხბურთის შესაბამისი წესებით)...

 

ჩემპიონატის ეტაპები ასეთია:

. საკვალიფიკაციო ნაწილი:

•             შესარჩევი ეტაპი;

•             შუალედური ეტაპი.

. ფინალური ეტაპი:

•             ჯგუფური ეტაპი;

•             ფინალი.

 

საკვალიფიკაციო ეტაპი ორი რაუნდისგან შედგება. შესარჩევ რაუნდში ჯამში 5 გუნდი მონაწილეობს. პირველი ეტაპი მოიცავს შესარჩევ მატჩებს, სადაც 22 ივნისს ,,ბასიანიმიემგზავრება. შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული და ამავე ეტაპის მეორე ფინალისტი გუნდი გადადიან შუალედურ რაუნდში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 32 გუნდი, 8 სხვადასხვა ჯგუფში. შუალედურ რაუნდში წარმატების შემთხვევაში კი, გუნდები ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან. ფინალური ეტაპი 2023 წელს გაიმართება.

წელს, შესარჩევი ეტაპის მატჩები ბელარუსში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, უეფა- ამ ქვეყნის გუნდებს  საკუთრ მოედანზე თამაში აუკრძალა  და მათ ნაცვლად ტურნირს სწორედ აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

* რუსეთი მოხსნილია

 

შეფასებები და კომენტარები ამ თემის ირგვლივ :  

სპონსორები და პარტნიოები