STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

ბასიანის სენსაციური მარცხი და სეუ პირველზეა

 

4,5 და 6 ივნისს თბილისის ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

თბილისის ლიგა 1-ის ცენტრალური მატჩი გლდანში გაიმართა, ერთმანეთს სეუ და აფხაზეთი დაუპირისპირდნენ, მატჩი გარდამავლი უპირატეობით წარიმართა, თუმცა, ბოლოს სეუმ მაინც მოახერხა საკუთარ აქტივში 3 ქულის ჩაწერა, სეუ-მ ისარგებლა ბასიანის სენსაციური მარცხით (ნახალოვკას წინააღმდეგ 0-3) და პირველობა მოიპოვა.

ასევე ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება კიდევ ორმა ფავორიტმა, გრასრუტმა და ვაკემ.

ვაკე 1-1 შევარდენი 2019, გრასრუტი 4-4 პანენკა. თავისი მატჩი მოიგო ამბასადორმა კოლხეთის წინააღმდეგ 3-0.

შედეგები

ბომბარდირთა დავას გიორგი თევზაძე ჩაუდგა სათავეში

თბილისის ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდი

 


თბილისის ლიგა 2-ის ბ ჯგუფში ცხრილის ზედა ხუთეულის ყველა გუნდმა საკუთარი მატჩის გამარჯვებით დასრულება მოახერხა. აღსანიშნავია შავნაბადას გამარჯვება თანგის წინააღმდეგ 12-1 და რუსთავის ოლიმპის მოგება სამურავის წინააღმდეგ 14-0.

ასევე, მარტივი გამარჯვება მოიპოვა დიღომმა 5-1 ფრიუნი/აგრუნი-ის წინააღმდეგ.

იდენტური ანგარიშით მოიგეს ურურუმ და შტურმმა, ურურუ 4-1 დიდგორი, შტურმი 4-1 მფრინავი ჰოლანდიელი, შტურმი და ურურუ ერთმანეთს მომდევნო ტურის მატჩში დაუპირისპირდებიან.

შედეგები

 

ა ჯგუფში მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ‘’ბასა-ს’’ მოედანზე, სადაც იბერია 2017-მა 2-0 დაამარცხა ქომაგები.

ტური კი ორშაბათს, თბილისი სითის და გარისის მატჩით დაიხურა, რომელიც გლდანის საფებურთო ცენტრში გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში სითიმ 3-2 იმარჯვა.

შედგები

თბილისის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში კვლავ გიორგი სულთანიშვილი ლიდერობს.

თბილისის ლიგა 2-ის სიმბოლური გუნდი

თბილისის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი იაშა ქობალია გახდა, რომელმაც თანგს 6 გოლი გაუტანა, აღსანიშნავია რომ ქობალიამ უკვე მეორედ მოახერხა 1 მატჩში 6 გოლის გატანა.

 

სპონსორები და პარტნიოები