STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

ლიგა 1-ში თევზაძეს ვერ აჩერებენ, ლიგა 2-ში კი სულთანიშვილს

 

2829 მაისს თბილისის ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

 

ლიგა 1-ის მორიგი მატჩი მოიგო ‘’ვაკემ’’ ‘’ღამურას’’ წინააღმდეგ, აღნიშნული მატჩი საუცხოოდ ჩაატარა გიორგი თევზაძემ, რომელმაც კვლავ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ბომბარდირთა დავის სათავეში მყოფ ლადო ხიდეშელს გადაასწრო,

კიდევ ერთმა ფავორიტმა ‘’სეუმ’’ კი ‘’სტრადას’’ 5-2 სძლია  და მეორე ადგილზე აღზევდა.

ტურის ცენტრალური მატჩი ვაკის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, ერთმანეთს ‘’კვარტალი’’ და ‘’აფხაზეთი’’ დაუპირისპირდნენ, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

შედეგები

ბომბარდირთა დავას გიორგი თევზაძე და ადეტაიო დავიდ ლიდერობენ 11-11 გატანილი ბურთით.

თბილისის ლიგა 1-ის VIII ტურის სიმბოლური გუნდი

ლიგა 1-ის VIII ტურის საუკეთესო მოთამაშედ ჯაბა ჯიბლაძე დასახელდა, რომელმაც ‘’შევარდენს’’ ჰეთტრიკი შეუსრულა.

ლიგა 2-ის ბ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ‘’შტურმმა’’, ასევე ამ გუნდის კარის აღება მაისის თვეში ვერავინ შეძლო.

თავისი მატჩი მოიგო ჯგუფის კიდევ ერთმა გამორჩეულმა გუნდმა ‘’დიღომმა’’ მათ მეტოქე ‘’გალაქტიკო’’ 5-2 დაამარცხეს,  ხუთივე გოლი გიორგი სულთანიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ამ მაჩვენებლით ბომარდირთა დავის ლიდერ ზუკა ბასილიშვილს გადაასწრო.

შედეგები

ლიგა 2-ის ა ჯგუფში ზედა ოთხეულის გუნდებმა საკუთარი მატჩები მოიგეს, ‘’ქომაგებმა’’ მეტოქე ‘’ჯვაროსნებს’’ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, ასევე მორიგ მატჩში გაიმარჯვა ‘’აჯლამილმა’’ 7-1 ‘’იბერია 2017-ის’’ წინააღმდეგ.

მოულოდნელად დაძაბული გამოდგა ‘’თბილისი 2019’’ ‘’ბასიანი (ბ)-ს’’ მატჩი, ფავორიტმა ‘’თბილისი 2019-მა’’ მატჩის მოგება ბოლო წუთებზე მოახერხა.

ასევე დაძაბული გამოდგა ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერის ‘’თბილისი სითის’’ მატჩი ‘’მუხიანის’’ წინააღმდეგ, საბოლოოდ ‘’თბილისი სითიმ’’ მაინც მოახერხა 3 ქულის აღება, მატჩი ანგარიშით 2-1 დასრულდა.

შედეგები

ბომბარდირთა დავას გიორგი სულთანიშვილი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე ზუკა ბასილიშვილია.

თბილისის ლიგა 2-ის VII ტურის სიმბოლური გუნდი

ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე კი, რა თქმა უნდა, გიორგი სულთანიშვილი გახდა, რომელმაც ამ ტურში საოცარი მატჩი ჩაატარა.

 

 

სპონსორები და პარტნიოები