STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

მოყვარულთა ლიგის 2022 წლის სეზონის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო

13 მაისს, მარტვილში სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე, მარტვილის მუნიციპალური ეტაპის ფინალი გაიმართა. ადგილობრივი მასშტაბით რაიონში 14 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა და 200 ზე მეტი ფეხბურთელი. ფინალში  ერთმანეთს „ცენტრი“ და „ნაგვაზაო „ დაუპირისპირდნენ. საბოლო გამარჯვება ცენტრის გუნდს დარჩა რომელმაც 3-2 სძლია მეტოქეს. აღსანიშნავია რომ ფინალს  დიდი რაოდენობით გულშემატკივარი დაესწრო და სერგიეთის ბაზაზა ნამდვული ანშლაგი იყო.

 

ასევე სტარტი აიღო სამეგრელოში მუნიციპალურმა ეტაპმა ჩხოროწყუში სადაც მატჩები  ლესიჭინესა და  ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონებზე მიმდინარეობს ჯერ ჯერობით მიმდინარეობს პლეი ოფის მატჩები და ფინალური წყვილი გარკვეული არ არის.

 

სენაკის მუნიციპალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა ასევე 14 მაისს სენაკის ეგრისის  მოედანზე ..

მიმდინარეობს მუნიციპალური ეტაპი წალენჯიხაში სადაც ასევე 14 მაისს გაიმართა მუნიციპალური ეტაპის პირველი მატჩები, წალენჯიხაში 10 გუნდი იღებს მონაწილეობას.

ტრადიციულად  26 მაისს გაიმართება ფინალი ხობის მუნიციპალიტეტში , ხობში როგორც ყოველთვის მატჩები ცენტრალურ სტადიონსა და კოლხეთის სათადარიგო მოედნზე  მიმდინარეობს. ხობში  200 მეტი მოყვარული ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას ადგილობრივ ჩემოიონატში.

ყველაზე მასშტაბური ამ ეტაპისთვის მატჩები არის ადიგენში სადაც ადგილობრივი მასშტაბით  18 გუნდი იღებს მონაწილეობას და ფინალი ასევე 26 მაისს გაიმართება.

აჭარაში კი პირველი ხულოა, რომელმაც  10 გუნდიანი ტურნირის ასევე მაისში ჩატარება გადაწყვიტა.

მუნიციპალური ეტაპი მაისში ივნისსა და ივლისში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში კი სტარტს რეგიონული ლიგები აიღებს.

სპონსორები და პარტნიოები