STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

უნიკალური მოვლენა ქართულ ფეხბურთში

 

9 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი ,,ბასიანი “ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ,,ვარკეთილი 2-ს დაუპირისპირდება.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს უნიკალური მოვლენაა, რადგან ბასიანი  პირველი სამოყვარულო საფეხბურთო კლუბია, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მიიღებს მონაწილეობას.

ბასიანი თასზე 20 კაციანი განაცხადით იქნება წარდგენილი:

მეკარეები: ბორის ზამთარაძე, ალექსანდრე მაჭარაშვილი

მცველები: ბექა მძევაშვილი,თეიმურაზ ქუნთელია, გიორგი მაკასარაშვილი, გრიგოლ ლეჟავა, დავით ბარნაბიშვილი, ლუკა დარჯანია

ნახევარმცველები: ოთარ ხუციშვილი, ლაშა სილაქაძე, დავით კირვალიძე, ნიკა მაგრაქველიძე, ლუკა ღვინჯილია, დავით თავაძე, გიგი ბერძენიშვილი

თავდამსხმელები: არჩილ გაბელია, ლადო ხიდეშელი, აკაკი შენგელია, ჯაბა ჯიბლაძე, მერაბ ოქრომჭედილიშვილი

გუნდის მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ ლანჩავა

გუნდის წარმომადგენელი: გიზო ტაბიძე


 

სპონსორები და პარტნიოები