STORE.GAFA.GE - ონლაინ მაღაზია

სენსაციების ტური! ერთპიროვნული ლიდერი ლიგა 1-ში და ქობალიას ფენომენალური შედეგი ლიგა 2-ში

 

30  აპრილსა და 1 მაისს,   ფეხბურთის ფედერაციის ცენტრებმა  ლიგა 1  -ის მე-4 ტურის მატჩებსა და  ლიგა 2-ის  მე-3 ტურის მატჩებს უმასპინძლა .  მოყვარულთა ლიგის ჩემპიონმა ბასიანმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ამ ტურში სტრადას ანგარიშით 3:0 სძლია. ამ მოგების შემდეგ ბასიანი თბილისის ლიგა 1- ის  ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ლიდერთა სამეულში მყოფი სნეპ პრემიუმი ამ ტურში , ღამურასთან მოულოდნელად დამარცხდა 4-2.

მეორე ადგილზე ამ დროისთვის აფხაზეთი იმყოფება რომელმაც უხვგოლიან მატჩში კოლხი დაამარცხა 4-2

ლიდერთა სამეულშია  თბილისის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გუნდი სეუ, რომელმაც პენენკას 2-0 სძლია და განაგრძობს ამბიციურ სვლას.

ბომბარდირთა დავას ამ დროისთვის სამი ლიდერი ჰყავს, ლადო ხიდეშელი, ოთარ აბრამიშვილი და გიორგი თევზაძე

სრული სტატისტიკა: თბილისის ლიგა 1

 

თბილისის ლიგა 2-ში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს ჩემპიონატის კიდევ ერთი ტრადიციული გუნდი თბილისი სითი, ამ ამ ტურში მათ ფასკუნჯი 7-0 დაამარცხა. ასევე მორიგი გამარჯვება მოიპოვა ქომაგებმა ნოსსას წინააღმდეგ 5-1 დააფიქსირეს, თბილისი 2019-იც უდანაკარგოდ აგრძელებს სვლას მათ დაძაბულ ბრძოლაში ალჯამილ 1-0 დაამარცხეს, გარისმა კი ჯვაროსნების წინააღმდეგ მოახერხა გამარჯვება 4-1. ა ჯგუფს სწორედ ეს 4 გუნდი ლიდერობს.

რაც შეეხება  ბ ჯგუფს ორ ხელისუფლიანობაა, შავნაბადამ და ჯითისიმ სამივე ტურში გამარჯვება მოახერხეს.შავნაბადამ მე-3 ტურის მატჩი ,სამურავი დაამარცხა 4-0 , ხოლო ჯითისიმ საკმაოდ კარგ კოლექტივს, შტურმს სძლია ანგარიშით 2-1.

ბომრარდირთა დავას ლიგა 2-ში იაშა ქობალია ლიდერობს რომელიც ფენომენალურ შედეგს აფიქსირებს და 3 ტურის თავზე 11 გოლი აქვს გატანილი.

სრული სტატისტიკა: ა ჯგუფი  ბ ჯგუფი

მომდევნო ტურის მატჩები 7 და 8 მაისს გაიმართება

სპონსორები და პარტნიოები